კინო სიახლეები
27 Feb
„შურისმაძიებლები: განკითხვის დღე“: თორის ვალჰალას არმია და ნაცნობი სახეების დაბრუნება
„შურისმაძიებლები: განკითხვის დღე“-ს უახლესი თიზერისა და გავრცელებული ჭორების თანახმად, თორი ოდინს დახმარებას სთხოვს, რის საპასუხოდაც ღმერთთა მამა მას ვალჰალადან არმიას უგზავნის, რომელშიც ნაცნობი პერსონაჟებიც დაბრუნდებიან. ფილმში, რომლის რეჟისორები რუსო ძმები არიან, მარველის სამყაროს მრავალი პოპულარული პერსონაჟი მიიღებს მონაწილეობას. „განკითხვის დღე“-ს პრემიერა 2026 წლის 18 დეკემბერსაა დაგეგმილი.