A24-ის მიერ ედგარ ალან პოს მოთხრობის „წითელი სიკვდილის ნიღაბი“ (The Masque of the Red Death) ეკრანიზაციის გადაღებები ოფიციალურად დაიწყო. გავრცელდა პირველი შემაშფოთებელი ვიზუალიც (შესაძლოა, პირველი პრომო ბანერი), რომელიც გადასაღები მოედნიდან, კლოპერის ფოტოს სახით გამოჩნდა. ედგარ ალან პოს შემოქმედება მრავალჯერ არის ადაპტირებული როგორც დიდ, ისე მცირე ეკრანზე. მისი რამდენიმე მოთხრობამ გავლენა მოახდინა მაიკ ფლენეგანის ცნობილ Netflix-ის მინისერიალზე „აშერების სახლის დაცემა“. აღნიშნულმა მინისერიალმა „წითელი სიკვდილის ნიღაბსაც“ საკუთარი, უნიკალური ინტერპრეტაცია შესძინა. გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ სრულმეტრაჟიანი ეკრანიზაცია მზადდებოდა, რომელსაც A24 და Picturehouse ავითარებდნენ, ხოლო ჩარლი პოლინგერი სცენარს წერდა და რეჟისორობდა. სიდნი სუინი (Immaculate, Euphoria, Madame Web) მოლაპარაკებებს აწარმოებდა მთავარ როლზე — სავარაუდოდ, პრინც პროსპეროს გენდერულად შეცვლილ ვერსიაზე — თუმცა განრიგის კონფლიქტის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა პროექტი. ის „ანორას“ ოსკაროსანმა მსახიობმა მაიკი მედისონმა შეცვალა. მსახიობთა გუნდს მოგვიანებით შეუერთდნენ ლეა სეიდუ (Blue is the Warmest Color, Crimes of the Future) უცნობ როლში და ბენედიქტ ვონგი. როდესაც პროექტი პირველად გამოცხადდა, THR-მა გაავრცელა ინფორმაცია: „მედისონი ორ ტყუპ დას განასახიერებს ამბავში, სადაც შეშლილი უფლისწული თავის ციხესიმაგრეში შეიფარებს თავადაზნაურობას, მაშინ როდესაც შავი ჭირი გლეხობას ანადგურებს. ამბავი გვიყვება დიდი ხნის დაკარგულ ტყუპზე, რომელიც დაბალი ფენის წარმომადგენელია, შევა ციხესიმაგრეში და აღმოჩნდება ორგიების, ოპიუმის, ძალაუფლების ინტრიგების, შურისძიებისა და თავის მოკვეთების დეკადენტურ სამყაროში.“ პროექტი აღწერილია, როგორც A24-ის ტიპური ფილმი, რომელიც, სავარაუდოდ, შეიცავს წარბის ამწევ, მემებად ქცევად სცენებს, რომლებიც TikTok-ის თაობაში რეზონანსს გამოიწვევს. ედგარ ალან პოს 1842 წელს გამოქვეყნებული მოთხრობა „წითელი სიკვდილის ნიღაბი“ მოგვითხრობს პრინც პროსპეროს მცდელობაზე, თავი აარიდოს საშიშ ჭირს, ცნობილს, როგორც „წითელი სიკვდილი“, თავის სააბატოში დამალვით. მრავალი მდიდარი სტუმრის მასკარადზე მოწვევის შემდეგ, უფლისწული შეამჩნევს იდუმალ ფიგურას, რომელიც წითელი სიკვდილის მსხვერპლად არის გადაცმული. ჩარლი პოლინგერს მანამდე გადაღებული აქვს ფილმები „[frick] Me, Richard“, „Austin“ და „The Plague“. ის ასევე იქნება ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი ლუსი მაკკენდრიკთან ერთად.