ფილმ „ბეტმენი ნაწილი 2“-ის ერთ-ერთმა სცენარისტმა სიუჟეტთან დაკავშირებით ახალი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაამჟღავნა, რამაც ნანატრი გაგრძელების მიმართ მოლოდინი კიდევ უფრო გააძლიერა. სოციალურ ქსელში მატსონ ტომლინმა აღნიშნა, რომ ფილმს ახალი ნარატივი ექნება. პირველმა ფილმმა „ბნელი რაინდის“ მითოსის ახლებური ინტერპრეტაცია წარმოადგინა, რის შემდეგაც ფანებს აინტერესებდათ, როგორ შეინარჩუნებდა გაგრძელება ასეთ მომხიბვლელობასა და ინტერესს. ერთ-ერთმა ფანმა X-ზე (ყოფილი Twitter) გამოხატა თავისი მოლოდინი „ბეტმენი ნაწილი 2“-ის მიმართ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდმა „ზოგიერთი ფრენჩაიზი გააფუჭა“, პირველი ფილმი იყო „ჯანდაბა, მაგარი“. მომხმარებელმა დასძინა, რომ გაოცებული იყო იმით, თუ როგორ იყო მასში ყველაფერი „იდეალურად შესრულებული“. ამ მომხმარებლისთვის საპასუხოდ, მატსონ ტომლინმა თქვა, რომ მან და მეტ რივზმა, რომელმაც ფილმის სცენარი გადაღებასთან ერთად დაწერა, „განსაკუთრებული შრომა გასწიეს პერსონაჟის ღირსი ისტორიის მოსაყოლად“. მან მიანიშნა, რომ ამბავი იქნებოდა „რაღაც ახალი და საშიში“. მან ასევე განაცხადა, რომ „თამასა უმაღლეს დონეზეა აწეული“ და გამოთქვა აღფრთოვანება იმის გამო, რომ ხალხი საბოლოოდ ნახავს ფილმს და სიღრმისეულად იმსჯელებს მასზე. „სიტყვებით ვერ აღვწერ, რას ნიშნავს ჩემთვის ეს ფილმი“, – დაასკვნა მან. ტომლინის კომენტარები შესაძლოა უკავშირდებოდეს Marvel-ის ვარსკვლავების, სებასტიან სტანისა და სკარლეტ იოჰანსონის, ფილმში შესაძლო მონაწილეობას. გავრცელებული ინფორმაციით, სტენი პროკურორ ჰარვი დენტის/ორსახას, შემდეგში კი ძალადობრივი კრიმინალის როლს შეასრულებს. ამასობაში, იოჰანსონი, სავარაუდოდ, დენტის მეუღლის, ჯილდას, როლში იქნება. მანამდე, ჯეფ სნაიდერმა Hot Mic-ის პოდკასტზე, წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ჯილდას „უფრო დიდი როლი ექნებოდა“, ვიდრე ჰარვის ფილმში. მან ასევე მიანიშნა, რომ ნარატივი იქნებოდა „ბეტმენის სხვადასხვა ისტორიის ამალგამა“. გარდა ამისა, ტომლინის კომენტარები გამოქვეყნდა რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც კოლინ ფარელმა, რომელიც ფრენჩაიზში პინგვინის როლს ასრულებს, Entertainment Tonight-თან ინტერვიუში შეაქო გაგრძელების სცენარი. „ბეტმენი ნაწილი II“-ის პრემიერა კინოთეატრებში 2027 წლის 1 ოქტომბერს გაიმართება. გადაღებები 2026 წლის აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დაიწყება.