Disney-ს Lucasfilm-მა ახალი ფილმის, „მანდალორელი და გროგუ“-ს თრეილერი გამოუშვა, თუმცა რეაქცია უკიდურესად უარყოფითი აღმოჩნდა, რამაც Disney აიძულა, საპასუხო განცხადება გაევრცელებინა. „მანდალორელი და გროგუ“-ს პრემიერა კინოთეატრებში 22 მაისს არის მოსალოდნელი და ის Disney+ სერიალ „მანდალორელის“ გაგრძელებაა. ფილმი ასახავს დინ ჯარინის/მანდალორელისა და გროგუს მოგზაურობას გალაქტიკაში, რომელიც იმპერიის დაცემის შემდეგ აღდგენის ფაზაშია. ფილმის რეჟისორია ჯონ ფავრო (The Lion King), ხოლო სამსახიობო გუნდში შედიან პედრო პასკალი, ჯერემი ალენ უაიტი, სიგურნი უივერი, სტივ ბლუმი და ჰემკი მადერა. თრეილერის დებიუტი Super Bowl-ის დროს შედგა, ხოლო 37-წამიან ტიზერში მანდო და გროგუ თოვლში ტაუნტაუნებით მოგზაურობდნენ. თუმცა, ფანებმა სწრაფად გამოხატეს იმედგაცრუება ტიზერის მიმართ, რამაც Disney-ს ხელმძღვანელებს მომავალი ფილმის დასაცავად განცხადების გაკეთების გარდა სხვა გზა არ დაუტოვათ. კერძოდ, Disney-ს შემოქმედებითი მარკეტინგის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტმა, ჯექსონ ჯორჯმა, განცხადება გაავრცელა. „გროგუ უბრალოდ პერსონაჟზე მეტია; ის პოპ-კულტურის ფენომენია. გმირ მანდალორელთან ერთად, მას შემოაქვს სინათლე, იუმორი, სიხარული და მყისიერი ემოციური კავშირი, რომელიც სცდება მომენტს. ეს Super Bowl-ის რეკლამა აღნიშნავს, თუ რამდენად ღრმად გვიყვარს და ვუკავშირდებით ამ პერსონაჟებს, გვახსენებს იმ გართობას, სულს და სანახაობას, რომელიც Star Wars-ს განსაზღვრავს, და გვთავაზობს მცირე დაპირებას იმ გამოცდილების შესახებ, რასაც მაყურებელი მიიღებს, როდესაც ამ ორ საყვარელ ხატს დიდ ეკრანზე იხილავს.“ Lucasfilm-ის მარკეტინგის ბრენდის ხელმძღვეველმა, რაიან სტანკევიჩმა, ასევე გაავრცელა განცხადება Super Bowl-ის რეკლამის შესახებ და აღნიშნა, რომ ის იყო „საკულტო, კინემატოგრაფიული“ და Star Wars-ის ფრენჩაიზისთვის შესაფერისი: „ჩვენმა შემოქმედებითმა და მარკეტინგულმა გუნდმა უნიკალურ კონცეფციას მიაგნო, რომელიც წარსული წლების კლასიკურ Big Game რეკლამებს ეხმიანებოდა. მან გადმოსცა სითბო, იუმორი და ემოციური კავშირი ამ ორ საყვარელ პერსონაჟს შორის და იყო ჩვენი კამპანიის შესანიშნავი შემდეგი ნაბიჯი, რადგან ზაფხულში მათი დიდი ეკრანის დებიუტისთვის ვემზადებით.“