ილკერ ჩატაკის ფილმი „Yellow Letters“ 2026 წლის ბერლინის კინოფესტივალის საუკეთესო ფილმად დასახელდა. ამის შესახებ ჟიურიმ, რომელსაც ვიმ ვენდერსი ხელმძღვანელობდა, შაბათს, დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. „Yellow Letters“-ში მთავარ როლებს ოზგი ნამალი და ტანსუ ბიჩერი ასრულებენ. ისინი ხელოვანი წყვილი არიან, რომლებიც სტამბოლში გადადიან მას შემდეგ, რაც მათი უახლესი პიესა სახელმწიფოს სამიზნე ხდება. ჩატაკი გერმანელი რეჟისორია, რომლის ბოლო ფილმი, „მასწავლებლის ოთახი“ (The Teacher’s Lounge), 2024 წელს ოსკარზე იყო ნომინირებული საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის კატეგორიაში. ემირ ალპერის „Salvation“-მა ჟიურის დიდი პრიზი მოიგო, ლენს ჰამერის „Queen at Sea“-მ კი ჟიურის პრიზი. სამსახიობო ჯილდოები სანდრა ჰიულერს გადაეცა ფილმისთვის „Rose“ და ანა კალდერ-მარშალსა და ტომ კორტნის ფილმისთვის „Queen at Sea“. საუკეთესო რეჟისორის პრიზი კი გრანტ ლის ხვდა წილად ფილმისთვის „Everybody Digs Bill Evans“. ფესტივალის მთავარ კონკურსში 22 ფილმი მონაწილეობდა. **გამარჯვებულთა სრული სია:** **ოქროს დათვი საუკეთესო ფილმისთვის** „Yellow Letters“, ილკერ ჩატაკი **ვერცხლის დათვი ჟიურის დიდი პრიზისთვის** „Salvation“, ემირ ალპერი **ვერცხლის დათვი ჟიურის პრიზისთვის** „Queen at Sea“, ლენს ჰამერი **ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისთვის** გრანტ ლი, „Everybody Digs Bill Evans“ **ვერცხლის დათვი საუკეთესო მთავარი როლისთვის** სანდრა ჰიულერი, „Rose“ **ვერცხლის დათვი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის** ანა კალდერ-მარშალი და ტომ კორტნი, „Queen at Sea“ **ვერცხლის დათვი საუკეთესო სცენარისთვის** ჟენევიევ დიულუდ-დე სელი, „Nina Roza“ **ვერცხლის დათვი გამორჩეული მხატვრული წვლილისთვის** „Yo (Love is a Rebellious Bird)“, ანა ფიჩი და ბენკერ უაიტი