„ჯეიმს ბონდის“ მომავალი: დენი ვილნევი რეჟისორი, სტივენ ნაითი სცენარისტი და ქალამ ტერნერი - 007-ის მთავარი კანდიდატი
კინო
📅 15.02.2026
👁 135 ნახვა
ჯეიმს ბონდის მომავალი ფილმის რეჟისორი დენი ვილნევი იქნება, სცენარზე კი სტივენ ნაითი იმუშავებს. 007-ის როლის შემსრულებელთან დაკავშირებით ვრცელდება ხმები, რომ ვილნევის „მთავარი ფავორიტი“ ქალამ ტერნერია, თუმცა მსახიობი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
გასულ ზაფხულს ცნობილი გახდა, რომ დენი ვილნევი (ფილმების „დიუნი“, „ბლეიდ რანერი 2049“ რეჟისორი) ოფიციალურად დათანხმდა ჯეიმს ბონდის მომდევნო ფილმის რეჟისორობას. მოგვიანებით კი გავიგეთ, რომ პროექტის სცენარისტად სტივენ ნაითი („ბრმათა სამეფო“, „ტაბუ“, „ლოკი“) მოიწვიეს.
მიუხედავად იმისა, რომ კასტინგის პროცესი ჯერ არ დაწყებულა, გავრცელდა რამდენიმე სახელი, რომლებიც, შესაძლოა, სტუდიის სამიზნეში მოხვდნენ 007-ის როლის შესასრულებლად. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დენი ვილნევის „მთავარი ფავორიტი“ საკულტო საიდუმლო აგენტის როლზე ქალამ ტერნერია.
ფილმ „მარადისობის“ ვარსკვლავს ეს ჭორი მისი უახლესი ფილმის, „ვარდის ბუჩქის გასხვლის“ პრეს-ტურის დროს ჰკითხეს. მართალია, მან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, მაგრამ ის ფაქტი, რომ მან პირდაპირ არ უარყო ინფორმაცია, შესაძლოა, ბევრ რამეზე მეტყველებდეს. „ამ კითხვისთვის ძალიან ადრეა,“ – განაცხადა ტერნერმა. „ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ.“ მისმა პარტნიორმა ტრეისი ლეტსმა ხუმრობით ჩაურთო: „უკაცრავად... შემდეგი ჯეიმს ბონდი მე ვარ!“ ბერლინის კინოფესტივალზე ქალამ ტერნერს მაშინვე ჰკითხეს ჯეიმს ბონდის როლის შესრულებაზე. „კომენტარს არ გავაკეთებ,“ – თქვა მან. მისმა პარტნიორმა ფილმ „ვარდის ბუჩქის გასხვლიდან“, ტრეისი ლეტსმა კი ჩაურთო: „...შემდეგი ჯეიმს ბონდი მე ვარ!“
35 წლის მსახიობი არაერთ ბრიტანულ სატელევიზიო შოუსა და ფილმში გამოჩნდა, მაგრამ აშშ-ში ის, ალბათ, ყველაზე მეტად ცნობილია ნიუტ სკამანდერის ძმის, თეზეუსის როლით ფილმებში „ფანტასტიკური არსებები: გრინდელვალდის დანაშაულებები“ და მისი გაგრძელება „ფანტასტიკური არსებები: დამბლდორის საიდუმლოებები“. ტერნერის ნახვა ამჟამად მაილს ტელერთან და ელიზაბეტ ოლსენთან ერთად ფანტასტიკურ რომანტიკულ ფილმ „მარადისობაში“ არის შესაძლებელი.
ვილნევის რეჟისორად დანიშვნამდე, ამ პოზიციაზე განიხილებოდნენ ედუარდ ბერგერი („კონკლავი“), ედგარ რაიტი („სკოტ პილგრიმი სამყაროს წინააღმდეგ“), ჯონათან ნოლანი („ვესტუორლდი“) და პოლ კინგი („პადინგტონი“).
„ჩემი ადრეული კინო მოგონებების ნაწილი 007-ს უკავშირდება. მამაჩემთან ერთად ჯეიმს ბონდის ფილმებს ვუყურებდი შონ კონერის „ექიმი ნოუ“-დან მოყოლებული. მე ბონდის თავგადადებული ფანი ვარ. ჩემთვის ის წმინდა ტერიტორიაა“, – ნათქვამია ვილნევის განცხადებაში. „ვაპირებ პატივი მივაგო ტრადიციას და გზა გავუხსნა მრავალ ახალ მისიას. ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ასევე წარმოუდგენლად ამაღელვებელი და დიდი პატივია ჩემთვის. მე, ემი და დევიდი აღფრთოვანებულები ვართ, რომ მას ეკრანზე ვაბრუნებთ. მადლობას ვუხდით Amazon MGM Studios-ს ნდობისთვის.“
მაიკ ჰოპკინსმა, Prime Video-სა და Amazon MGM Studios-ის ხელმძღვანელმა, დასძინა: „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დენი დათანხმდა ჯეიმს ბონდის მომდევნო თავის რეჟისორობას. ის კინემატოგრაფიული ოსტატია, რომლის ფილმოგრაფიაც თავისთავად მეტყველებს. „ბლეიდ რანერი 2049“-დან „ჩამოსვლამდე“ და „დიუნის“ ფილმებამდე, მან შექმნა დამაჯერებელი სამყაროები, დინამიური ვიზუალური ეფექტები, კომპლექსური პერსონაჟები და – რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ისეთი ამაღელვებელი სიუჟეტები, რომლებსაც გლობალური აუდიტორია კინოთეატრებში ნახვას ესწრაფვის. ჯეიმს ბონდი დღევანდელი დროის ერთ-ერთი უდიდესი კინორეჟისორის ხელშია და ჩვენ მოუთმენლად ველით 007-ის შემდეგი თავგადასავლის დაწყებას.“
გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ სტუდიამ პროექტის ზედამხედველობა პროდიუსერებს ემი პასკალს და დევიდ ჰეიმანს დაავალა. პასკალმა და ჰეიმანმა განაცხადეს: „დენი ვილნევს ჯეიმს ბონდის ფილმები ბავშვობიდან უყვარდა. ამ ფილმის გადაღება ყოველთვის მისი ოცნება იყო, ახლა კი ჩვენიც. გაგვიმართლა, რომ ამ არაჩვეულებრივი კინორეჟისორის ხელში ვართ.“ ვილნევი ასევე იქნება აღმასრულებელი პროდიუსერი ტანია ლაპუანტთან ერთად.
#amazon mgm studios
#ჯეიმს ბონდი
#007
#სტივენ ნაითი
#ბერლინის კინოფესტივალი
#დენი ვილნევი
#მარადისობა
#ქალამ ტერნერი
#ფანტასტიკური არსებები
წყარო: comicbookmovie.com
გაზიარება