ვიცით, რომ კრის ჰემსვორთი და ტომ ჰიდლსტონი დადასტურებულად დაუბრუნდებიან თავიანთ როლებს ფილმში „შურისმაძიებლები: განკითხვის დღე“ (Avengers: Doomsday), თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თორისა და ლოკის გაერთიანებას ამ ფილმში ვიხილავთ. უკანასკნელად ასგარდელი ნახევარძმები ერთად „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომის“ (Avengers: Infinity War) საწყის სცენაში ვნახეთ, როცა თორს უწევდა ეყურებინა, თუ როგორ უმსხვრევდა თანოსი ლოკის ყელს. მიუხედავად იმისა, რომ ცელქობის ღმერთის ის ვერსია გარდაცვლილი დარჩა, „Disney+“-ის სერიალ „ლოკისთვის“ მისი ვარიანტი დაბრუნდა, რომელიც ორი სეზონის განმავლობაში ეგოისტი ბოროტმოქმედიდან გმირად გარდაიქმნა, საბოლოოდ კი თავისი თავისუფლება შესწირა „ღმერთ ლოკიდ“ ქცევას და მულტივერსის დროის ხის სახით გაერთიანებას. მიუხედავად ამისა, თორის მიერ ლოკის ხელახლა ხილვა — განსაკუთრებით კი ვარიანტის, რომელმაც თავისი ბოროტმოქმედება უკან მოიტოვა — უდავოდ უზარმაზარი მომენტი იქნება ორივე პერსონაჟისთვის, მაგრამ შესაძლოა ეს „საიდუმლო ომებისთვის“ (Secret Wars) იყოს შემონახული? Variety-სთან საუბრისას ჰემსვორთს ჰკითხეს, იტირებდნენ თუ არა ფანები ამ გაერთიანების ხილვისას, თუმცა მან არაფერი დაადასტურა. მან პირობა დადო, რომ „განკითხვის დღე“ საერთო ჯამში ემოციური გამოცდილება იქნება. „ამ კითხვაზე პასუხია დიახ, არა, შესაძლოა... [ფილმი] წარმოუდგენლად ემოციური, წარმოუდგენლად ძლიერია... ის გაგაოცებთ. არ ვიცი, როგორ გააკეთეს ეს“, — განაცხადა კრის ჰემსვორთმა. „შურისმაძიებლები: განკითხვის დღე“ უკვე გადაღების პროცესშია. ფილმები „შურისმაძიებლები: განკითხვის დღე“ და „შურისმაძიებლები: საიდუმლო ომები“ გასულ წელს მნიშვნელოვნად გადაიდო. „განკითხვის დღე“ კინოთეატრებში 2026 წლის 18 დეკემბერს გამოვა, ხოლო „საიდუმლო ომები“ 2027 წლის 17 დეკემბერს არის დაგეგმილი. ორივე ფილმს რენის ძმები გადაიღებენ, რომლებიც MCU-ში ბრუნდებიან „კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი“, „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“, „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ და „შურისმაძიებლები: დასასრულის თამაში“ შემდეგ. „Marvel-ის სამყაროში ისტორიების შექმნა და პერსონაჟების შესწავლა ჩვენი დიდი ხნის ოცნება იყო და ჩვენს მიერ შექმნილ თითოეულ ფილმში ძლიერი კავშირი აღმოვაჩინეთ აუდიტორიასთან. აღფრთოვანებულები ვართ, რომ კვლავ ვითანამშრომლებთ კევინთან, ლუსთან და Marvel-ის მთელ გუნდთან, რათა ეს ეპიკური სათავგადასავლო თხრობა ახალ და გასაკვირ ადგილებში მივიყვანოთ როგორც ფანებისთვის, ასევე ჩვენთვის“, — განაცხადეს რენის ძმებმა SDCC-ის პანელის შემდეგ. ფილმში „განკითხვის დღე“ მონაწილეობას მიიღებენ: პოლ რადი (Ant-Man), სიუ ლიუ (Shang-Chi), ტომ ჰიდლსტონი (Loki), ლუის პულმანი (Sentry), ფლორენს პიუ (Yelena), დენი რამირესი (Falcon), იან მაკკელენი (Magneto), სებასტიან სტანი (Bucky), უინსტონ დიუკი (M’Baku), კრის ჰემსვორთი (Thor), კელსი გრამერი (Beast), ჯეიმს მარსდენი (Cyclops), ჩენინგ ტატუმი (Gambit) და უაიატ რასელი (U.S. Agent). ასევე: ვანესა კირბი (Sue Storm), რებეკა რომეინი (Mystique), პატრიკ სტიუარტი (Professor X), ალან კამინგი (Nightcrawler), ლეთიშა რაიტი (Black Panther), ტენოჩ უერტა მეჯია (Namor), პედრო პასკალი (Reed Richards), ჰანა ჯონ-კამენი (Ghost), ჯოზეფ ქუინი (Johnny Storm), დევიდ ჰარბორი (Red Guardian), ებონ მოს-ბაჰრაჰი (The Thing), ენტონი მაკი (Captain America) და, რა თქმა უნდა, რობერტ დაუნი უმცროსი (Doctor Doom).