ლილი კოლინზი ოდრი ჰეპბერნს განასახიერებს ახალ კინოპროექტში, რომელიც საკულტო რომანტიკული კომედიის „საუზმე ტიფანისთან“ გადაღების ისტორიას მოგვითხრობს. მხატვრული ფილმი დაფუძნებულია სემ უოსონის წიგნზე „მეხუთე ავენიუ, დილის 5 საათი: ოდრი ჰეპბერნი, საუზმე ტიფანისთან და თანამედროვე ქალის გარიჟრაჟი“ (Fifth Avenue, 5 A.M.: Audrey Hepburn, Breakfast at Tiffany’s and the Dawn of the Modern Woman). სცენარს დაწერს ალენა სმიტი, Apple-ის სერიალ „დიკინსონის“ შემქმნელი, სემ უოსონის ხსენებული წიგნის მიხედვით. უოსონის „ნიუ-იორკ თაიმსის“ ბესტსელერში აღწერილია „საუზმე ტიფანისთან“-ის სცენარისტის, ტრუმენ კაპოტეს, კოსტიუმების დიზაინერის, ედიტ ჰედის, რეჟისორ ბლეიკ ედვარდსის და, რა თქმა უნდა, ჰეპბერნის როლი. წიგნი ასევე აკვირდება ფილმის გზას წინასაპროდუქციო ეტაპიდან გადაღებებზე არსებულ პრობლემებამდე და მის გამოსვლამდე, რაც გარდამტეხი მომენტი გახდა კინოს, მოდისა და ზოგადად კულტურისთვის. პროექტის უკან დგანან Imagine Entertainment და კოლინზის საპროდიუსერო კომპანია Case Study Films, რომლებიც მას პროდიუსერ სკოტ ლასტაიტისთან („ბუღალტერი 2“, „არაჯენტლმენური ომის სამინისტრო“) ერთად ავითარებენ. Imagine-ს მხრიდან პროდიუსერები იქნებიან ბრაიან გრეიზერი, ჯებ ბროდი და ჯასტინ უილკსი, ხოლო Case Study Films-ს მხრიდან - კოლინზი, ჩარლი მაკდაუელი და ალექს ორლოვსკი ლასტაიტისთან ერთად. Imagine-ის მარკ გილბარი იქნება აღმასრულებელი პროდიუსერი სემ უოსონთან და ბრენდონ მილანთან (Felix Farmer Productions-დან) და მაიკლ შამბერგთან ერთად. ჯოის ჩოი კურირებს პროექტის განვითარებას Imagine-ში. კოლინზი, რომელსაც CAA, LBI Entertainment და Sloane Offer წარმოადგენენ, ყველაზე მეტად ცნობილია Netflix-ის პოპულარულ სერიალ „ემილი პარიზში“ შესრულებული როლით.