Lionsgate-მა MMA თრილერ „მხეცის“ თიზერ თრეილერი გამოაქვეყნა (რასელ ქროუს მონაწილეობით)
კინო
📅 20.02.2026
👁 153 ნახვა
კინოკომპანია Lionsgate-მა ავსტრალიელი რეჟისორის, ტაილერ ატკინსის მძაფრ-სიუჟეტიანი თრილერის „მხეცი“ (Beast) თიზერ თრეილერი წარადგინა. ფილმი MMA-ზეა და მოგვითხრობს ყოფილ მებრძოლზე (დენიელ მაკფერსონი), რომელიც იძულებულია გალიაში დაბრუნდეს ძმის გადასარჩენად. მასთან ერთად მონაწილეობენ ლუკ ჰემსვორტი, ბრენ ფოსტერი, ემი შარკი და რასელ ქროუ, რომელიც ასევე სცენარის თანაავტორი და მთავარი გმირის ტრენერის შემსრულებელია. პრემიერა კინოთეატრებში აპრილშია დაგეგმილი.
"მხოლოდ ორმა ადამიანმა იცის, რომ დღეს ამ ბრძოლას მოიგებ: შენ და მე."
კინოკომპანია Lionsgate-მა ავსტრალიელი რეჟისორის, ტაილერ ატკინსის მძაფრ-სიუჟეტიანი თრილერის, სახელწოდებით „მხეცი“ (Beast), თიზერ თრეილერი გამოაქვეყნა. ეს არის კიდევ ერთი MMA ფილმი, კარგად ნაცნობი სიუჟეტური ხაზით, სადაც გმირს აუცილებლად უნდა იბრძოლოს და მოიგოს.
ფილმი მოგვითხრობს ყოფილ მებრძოლზე, რომელიც ადრე საარსებო მინიმუმისთვის იბრძოდა. ის თანხმდება MMA-ის ბოლო შეხვედრაში დაბრუნებაზე მას შემდეგ, რაც მისი ძმა საფრთხეში აღმოჩნდება. ეს აიძულებს მას დაფიქრდეს, შეუძლია თუ არა ძალადობას ოდესმე ოჯახის გათავისუფლება. ზღვრამდე მიყვანილი მებრძოლისთვის ფსონები მარტივია: მოიგოს, ან დაკარგოს ყველაფერი, რაც შექმნა.
ფილმის სცენარის თანაავტორი ცნობილი მსახიობი რასელ ქროუა, რომელიც ფილმში მთავარი გმირის ტრენერის როლსაც ასრულებს. „მხეცში“ მონაწილეობენ დენიელ მაკფერსონი, ლუკ ჰემსვორტი, ბრენ ფოსტერი, ემი შარკი, მოჯინ არია, კელი გეილი და რასელ ქროუ. ფილმის პრემიერა კინოთეატრებში ამ აპრილში შედგება.
ეს ფილმი არ უნდა აგვერიოს 2017 წლის ფილმში, რომელსაც ასევე „მხეცი“ ეწოდება და რომელშიც ჯესი ბაქლი მონაწილეობს. ძმების შესახებ ეს ისტორია ასევე მახსენებს შესანიშნავ ფილმს „მეომარი“ (Warrior), რომელსაც გირჩევთ.
"ლეგენდები გალიაში იბადებიან."
გალიიდან მრავალწლიანი არყოფნის შემდეგ, ერთ დროს სახელგანთქმული MMA ჩემპიონი (რომელსაც დენიელ მაკფერსონი ასრულებს) იძულებულია დაბრუნდეს თავისი ცხოვრების ბრძოლაში, როდესაც მისი უმცროსი ძმა საფრთხეში აღმოჩნდება. ის კვლავ ხვდება ტრენერს (რასელ ქროუ), რომელმაც ოდესღაც ლეგენდად აქცია და თანხმდება საბოლოო დაპირისპირებაზე მოქმედ ჩემპიონთან — სასტიკ მებრძოლთან, რომელიც გადაწყვეტილი აქვს ყოფილი ჩემპიონის მემკვიდრეობა მსოფლიოს თვალწინ დაანგრიოს. ზღვრამდე მიყვანილი მებრძოლისთვის ფსონები მარტივია: მოიგოს, ან დაკარგოს ყველაფერი, რაც შექმნა.
ფილმის რეჟისორია ავსტრალიელი ტაილერ ატკინსი, რომელსაც მანამდე ფილმი „ოკეანის ბიჭი“ (Ocean Boy) აქვს გადაღებული. სცენარი დაწერეს დევიდ ფრიჯერიომ და რასელ ქროუმ; მოთხრობის ავტორი დევიდ ფრიჯერიოა. პროდიუსერები არიან ჯონ შვარცი, დევიდ ფრიჯერიო, მაიკლ შვარცი, ტიმ ო’ჰეირი. Lionsgate ტაილერ ატკინსის ფილმ „მხეცს“ აშშ-ის კინოთეატრებში 2026 წლის 10 აპრილიდან გამოუშვებს.
#რასელ ქროუ
#თრილერი
#lionsgate
#თრეილერი
#მძაფრ-სიუჟეტიანი
#მხეცი
#beast
#mma
#ტაილერ ატკინსი
#დენიელ მაკფერსონი
წყარო: www.firstshowing.net
გაზიარება