„დისნეი“ Marvel Comics-ის მფლობელია. რამდენიმე წლის წინ, როდესაც „დისნეიმ“ „მე-20 საუკუნე ფოქსის“ (20th Century Fox) კინოსტუდია შეიძინა, Marvel-ს მიეცა შანსი გამოექვეყნებინა კომიქსები, რომლებიც შთაგონებული იყო „მე-20 საუკუნის“ საკუთრებით, როგორიცაა „უცხო“ (Alien), „მტაცებელი“ (Predator) და „მაიმუნების პლანეტა“ (Planet of the Apes). რა თქმა უნდა, მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს „მე-20 საუკუნის“ პერსონაჟების Marvel-ის პერსონაჟებთან შესაჯვარებლად შეზღუდულ სერიებში, როგორიცაა „უცხოები შურისმაძიებლების წინააღმდეგ“ (Aliens vs. Avengers), „უცხოები კაპიტან ამერიკის წინააღმდეგ“ (Aliens vs. Captain America), „მტაცებელი ვულვერინის წინააღმდეგ“ (Predator vs. Wolverine), „მტაცებელი შავი პანტერის წინააღმდეგ“ (Predator vs. Black Panther), „მტაცებელი ადამიანი-ობობას წინააღმდეგ“ (Predator vs. Spider-Man) და „მტაცებელი კლავს Marvel-ის სამყაროს“ (Predator Kills the Marvel Universe). ახლა კი, მაიმუნებიც ერთვებიან კროსოვერულ მოქმედებაში და „მაიმუნების პლანეტა ფანტასტიკური ოთხეულის წინააღმდეგ“ (Planet of the Apes vs. Fantastic Four) პირველი ნომერი უკვე მაღაზიის თაროებზეა! ჯოშ ტრუხილიოს (Josh Trujillo) (What If… Galactus?) სცენარითა და ანდრეა დი ვიტოს (Andrea di Vito) (Emma Frost: The White Queen) ილუსტრაციებით, „მაიმუნების პლანეტა ფანტასტიკური ოთხეულის წინააღმდეგ“ ოთხი ნომრისგან შედგება. სიუჟეტი ასეთია: Marvel-ის „პირველი ოჯახი“ (Fantastic Four) აღმოჩნდება „მაიმუნების პლანეტაზე“! იხილეთ ისტორია, თუ როგორ იკვეთება „ფანტასტიკური ოთხეულის“ გზები პირველად კორნელიუსთან (Cornelius), ზირასთან (Zira), ურსუსთან (Ursus) – და რა თქმა უნდა, დოქტორ ზაიუსთან (Dr. Zaius)! მაგრამ ისინი მარტო არ იქნებიან! Marvel-ის სამყაროდან ნაცნობმა მტრებმა მაიმუნების ქალაქისკენ აიღეს გეზი, რაც გზას უხსნის სამეფო ბრძოლას, რომელიც თაყვანისმცემლებს დიდხანს ემახსოვრებათ! ტრუხილიომ შემდეგი განცხადება გააკეთა: „შაბათი დღის მეორე ნახევარში ყოველთვის ვუყურებდი „მაიმუნების პლანეტის“ მარათონებს, ამიტომ ამ საკულტო პერსონაჟებისთვის წერა ჩემთვის უზარმაზარი მღელვარებაა! Marvel-ის „პირველი ოჯახის“ (Fantastic Four) დაპირისპირება კორნელიუსთან, ზირასთან და დოქტორ ზაიუსთან უბრალოდ ძალიან სახალისოა და არ მჯერა, რომ სწორედ მე მიწევს ამ ეპიკური ამბის მოყოლა. ეს ათწლეულების ნაყოფია და იმედი მაქვს, რომ თქვენც შემოგვიერთდებით ამ თავგადასავალში!“ დი ვიტომ დაამატა: „თავიდან უცნაურ შეხვედრას ჰგავს, მაგრამ შემდეგ ხვდები, რომ ეს ორივე ფრენჩაიზი ადრე თუ გვიან უნდა შეხვედროდა ერთმანეთს. კვლევა ყოველთვის იყო „ფანტასტიკური ოთხეულის“ მთავარი მამოძრავებელი ძალა. „მაიმუნების პლანეტაზე“ აღმოჩენა აბსოლუტურად სრულყოფილია კლასიკური FF თავგადასავლებისთვის, სტენისა და ჯეკის მიერ შექმნილ უკვდავ ტონში. ჩემთვის პატივია ვიყო ის, ვინც ამ „პირველ ოფიციალურ შეხვედრას“ გააფორმებს Marvel-ის სამყაროსა და „მაიმუნების პლანეტას“ შორის.“ ეს კომიქსი უდავოდ წასაკითხია. თქვენ თუ აპირებთ „მაიმუნების პლანეტა ფანტასტიკური ოთხეულის წინააღმდეგ“ წაკითხვას? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.