მაკკენა გრეისი („მოჩვენებებზე მონადირეები: სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“, „შენი ნანული“) დაფნის როლზე დაამტკიცეს ნეტფლიქსის რვაეპიზოდიან სერიალ „სკუბი-დუში“, რომელზეც ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს. პროექტს, რომელზეც Midnight Radio, Berlanti Productions და Warner Bros. Television მუშაობენ, სცენარს უწერენ Midnight Radio-ს ჯოშ აპელბაუმი და სკოტ როზენბერგი („კოვბოი ბიბოპი“) Hanna-Barbera-ს მიერ შექმნილ პერსონაჟებზე დაყრდნობით. ჯერჯერობით უსათაურო „სკუბი-დუს“ სერიალი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ შეიკრიბა Mystery Inc.-ის ჯგუფი და როგორ გაერთიანდნენ პირველად იმ საშინელი საქმის ამოსახსნელად, რომელმაც ყველაფერი დაიწყო. ბანაკში მათი ბოლო ზაფხულის განმავლობაში, ძველი მეგობრები შაგი და დაფნი ერევიან საშინელ საიდუმლოში, რომელიც მარტოხელა დაკარგული დიდი დანიის ჯიშის ლეკვის ირგვლივ ტრიალებს, რომელიც შესაძლოა ზებუნებრივი მკვლელობის მოწმე ყოფილიყო. პრაგმატულ და მეცნიერულ ველმასთან, და უცნაურ, მაგრამ ყოველთვის მომხიბვლელ ახალბედა ფრედისთან ერთად, ისინი შეუდგებიან საქმის ამოხსნას, რომელიც თითოეულ მათგანს საშინელ კოშმარში ითრევს და ემუქრება მათი ყველა საიდუმლოს გამჟღავნებით. ველით თუ არა ახალ ლაივ-ექშენ სერიალ „სკუბი-დუს“? თვალყური ადევნეთ სამომავლო ქასთინგის სიახლეებს.