მიუხედავად მასშტაბური შემოქმედებითი ცვლილებებისა, „თავზეხელაღებული: ხელახლა დაბადებული“ (Daredevil: Born Again) მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობდა MCU-ის ფანებში. თუმცა, როდესაც სერიალი მომავალ წელს Disney+-ზე მე-2 სეზონით დაბრუნდება, შოურანერის, დარიო სკარდაპანეს ხედვა აღარ შეეჯიბრება წინა შემოქმედებითი გუნდის ხედვას. სერიალს რამდენიმე საინტერესო ახალი მსახიობი დაემატა, რომელთა შორის ყველაზე ინტრიგანტულია „ყვირილის“ (Scream) ვარსკვლავი მეთიუ ლილარდი. მსახიობი შეასრულებს მისტერ ჩარლზის როლს, ანტაგონისტის, რომელიც გავლენით არაფრით ჩამოუვარდება მერ უილსონ ფისკს. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ეს კომიქსებიდან რომელიმე პერსონაჟის კოდური სახელი, თუ ახლად შექმნილი პერსონაჟია, რომელიც კინგპინს დაუპირისპირდება. კომიქსების მიხედვით, ის შესაძლოა წარმოადგენდეს სტრომვინებს (Stromwyns), მდიდარ ძლევამოსილ ბროკერებს, რომლებიც მხარს უჭერენ უილსონ ფისკის მერობის კამპანიასა და პოლიტიკურ ქმედებებს, რათა ის თეთრ სახლში თავიანთ მარიონეტად აქციონ. „მისტერ ჩარლზი“ შესაძლოა ამ პერსონაჟების ახალი ინტერპრეტაციაც იყოს. „Los Angeles Times“-თან საუბარში ლილარდმა რამდენიმე საინტერესო მინიშნება გააკეთა თავის MCU როლზე. „Dungeon & Dragons-ს ვთამაშობდი სამ საოცარ შოურანერთან ერთად. დარიო სკარდაპანე, რომელიც „თავზეხელაღებულს“ უძღვება, მეტ ნიქსი, რომელიც ახალ „მაშველებს“ აკეთებს, და ელვუდ რიდი, რომელიც „ტრეკერზე“ მუშაობს“, – განმარტა მან. „მე მათი Dungeon Master ვარ. ჩვენ ვთამაშობთ აბრაჰამ ბენრუბისთან ერთად, ეს მშვენიერი მსახიობი, ჩემი ძვირფასი მეგობარია.“ „დარიომ მომიყვანა მისტერ ჩარლზის როლის შესასრულებლად „თავზეხელაღებული: ხელახლა დაბადებულში“, რომელიც CIA-ს საიდუმლო აგენტს ჰგავს. ის ადამიანია, რომელიც ძალაუფლებას შორიდან აკონტროლებს. ის ეხმარება ერების აღზევებასა და დაცემას, მაგრამ ძალიან გასაიდუმლოებულია,“ – განაგრძო მსახიობმა. „მას სულაც არ აშთობს [ვინსენტ] დ’ონოფრიოს პერსონაჟის [კინგპინი] ძალაუფლება. ჩვენ ძალიან გემრიელ ბრძოლაში ვეჯახებით ერთმანეთს ძალაუფლებისთვის. კარგია. სახალისოა.“ ეს ნამდვილად ჰგავს იმ როლს, რომელსაც სტრომვინები ასრულებდნენ ჩიპ ზდარსკის „თავზეხელაღებულის“ კომიქსებში, ან, სულ მცირე, ფისკის მიერ იმის გაცნობიერების ახალი ვარიანტია, რომ ის არც ისე ძლიერია, როგორც ფიქრობს. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს კინგპინის MCU მომავლისთვის, ჯერ კიდევ გასარკვევია. თუ Marvel-ის დიდ და პატარა ეკრანულ ისტორიებს შორის ასეთი განხეთქილება არ იქნებოდა – რომ არაფერი ვთქვათ Spider-Man-ის სამყაროს პერსონაჟებზე, რომლებიც ძირითადად მიუწვდომელია ობობა-კაცის ფილმების გარეთ – მაშინ კიდევ ერთი ბოროტმოქმედი, რომელსაც „შიშის გარეშე ადამიანის“ გზა შეიძლება გადაკვეთოს, არის მისტირიო. კომიქსებში მან კევინ სმიტისა და ჯო ქუესადას „მფარველი ეშმაკის“ სიუჟეტში კარენ პეიჯი დადგა. „Entertainment Tonight“-თან „პატარძლის“ (The Bride!) შესახებ საუბრისას ჯეიკ ჯილენჰოლს ჰკითხეს, შეიძლება თუ არა მისტირიო დაბრუნდეს „შურისმაძიებლები: განკითხვის დღეში“ (Avengers: Doomsday). ამაზე მსახიობმა უპასუხა: „ოჰ, ამის შესახებ მე არ უნდა მკითხოთ“, რის შემდეგაც წავიდა. თუ რამეა, უფრო სავარაუდოა, რომ ქუენტინ ბეკი გამოჩნდება მომავალ Spider-Man-ის ფილმში, მაგრამ ამას უნდა დაველოდოთ. „თავზეხელაღებული: ხელახლა დაბადებულში“ გადარჩენა, წინააღმდეგობა და გამოსყიდვა ერთმანეთს ეჯახება, როდესაც ნიუ-იორკის სულისთვის ბრძოლა იწყება. მე-2 სეზონში მერი უილსონ ფისკი ნიუ-იორკს ფეხქვეშ გათელავს, როდესაც ის ეძებს საზოგადოების ნომერ პირველ მტერს, ჰელს კიჩენის ვიჯილანტს, ცნობილს როგორც თავზეხელაღებული. მაგრამ რქიანი ნიღბის ქვეშ, მეტ მერდოკი შეეცდება ჩრდილებიდან იბრძოლოს კინგპინის კორუმპირებული იმპერიის დასანგრევად და თავისი სახლის გამოსასყიდად. წინააღმდეგობა. აჯანყება. აღდგენა. დარიო სკარდაპანეს, კრის ორდისა და მეტ კორმანის მიერ შექმნილ „თავზეხელაღებული: ხელახლა დაბადებული“ მე-2 სეზონში მთავარ როლებს ასრულებენ ჩარლი კოქსი, როგორც ტიტულოვანი ნიღბიანი ვიჯილანტი (იგივე მეტ მერდოკი) და ვინსენტ დ’ონოფრიო, როგორც უილსონ ფისკი. სერიალში ბრუნდებიან დებორა ენ ვოლი კარენ პეიჯის როლში, აიელეტ ზურერი ვანესა ფისკის როლში, უილსონ ბეტელი ბენჯამინ პოინდექსტერის/ბულზაის როლში და მარგარიტა ლევიევა ჰეზერ გლენის როლში. ამ სეზონში ასევე აღინიშნება კრისტენ რიტერის დიდი ხნის ნანატრი დაბრუნება ფანების საყვარელი ჯესიკა ჯონსის როლში და მეთიუ ლილარდის წარდგენა იდუმალი მისტერ ჩარლზის როლში. „თავზეხელაღებული: ხელახლა დაბადებული“ Disney+-ზე 24 მარტს ბრუნდება.