როგორც ჩანს, Paramount Skydance მალე გახდება Warner Bros. Discovery-ის ახალი მფლობელი. დევიდ ზასლავის ხელმძღვანელობით მოქმედი მედია კომპანიის დირექტორთა საბჭოს მიერ Paramount-ის ახალი წინადადების „უპირატესად“ გამოცხადებიდან მხოლოდ რამდენიმე საათში, Netflix-მა განაცხადა, რომ მან უარი თქვა თავისი შეთავაზების გაზრდაზე და ოფიციალურად გამოეთიშა სატენდერო ომს. Netflix-ის ასეთი სწრაფი რეაგირება საკმაოდ მოულოდნელი იყო, ვინაიდან სტრიმინგ სერვისს ოთხი სამუშაო დღე ჰქონდა გარიგების გადასარჩენად ახალი წინადადების მოსამზადებლად. Netflix-ის თანა-აღმასრულებელმა დირექტორებმა, ტედ სარანდოსმა და გრეგ პიტერსმა, გამოაქვეყნეს შემდეგი ერთობლივი განცხადება: „ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ გარიგებას შეეძლო შეექმნა აქციონერთა ღირებულება და გაეცა მკაფიო გზა მარეგულირებელი ორგანოს დამტკიცებისკენ. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ვიყავით დისციპლინი-რებული და იმ ფასად, რომელიც Paramount Skydance-ის უახლეს შეთავაზებასთან შესაბამისობისთვის იქნებოდა საჭირო, გარიგება აღარ არის ფინანსურად მიმზიდველი, ამიტომ უარს ვამბობთ Paramount Skydance-ის შეთავაზების გათანაბრებაზე. Warner Bros. მსოფლიო დონის ორგანიზაციაა და გვინდა მადლობა გადავუხადოთ დევიდ ზასლავს, გუნარ ვიდენფელსს, ბრიუს კემპბელს, ბრედ სინგერს და WBD-ის საბჭოს სამართლიანი და მკაცრი პროცესისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ Warner Bros.-ის საკულტო ბრენდების ძლიერი მმართველები ვიქნებოდით და რომ ჩვენი გარიგება გააძლიერებდა გასართობ ინდუსტრიას და შეინარჩუნებდა და შექმნიდა მეტ საწარმოო სამუშაო ადგილს აშშ-ში. მაგრამ ეს ტრანზაქცია ყოველთვის იყო „სასურველი სწორ ფასად“, და არა „აუცილებელი ნებისმიერ ფასად.“ „Netflix-ის ბიზნესი ჯანსაღი, ძლიერი და ორგანულად მზარდია, რაც ჩვენი კონტენტისა და საუკეთესო სტრიმინგ სერვისის დამსახურებაა. წელს, ჩვენ დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს ჩავდებთ მაღალი ხარისხის ფილმებსა და სერიალებში და გავაფართოებთ ჩვენს გასართობ შეთავაზებებს. ჩვენი კაპიტალის განაწილების პოლიტიკის შესაბამისად, ჩვენ ასევე განვაახლებთ აქციების გამოსყიდვის პროგრამას. ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რასაც ვაკეთებთ 20 წელზე მეტია, როგორც საჯარო კომპანია: გავახარებთ ჩვენს წევრებს, მომგებიანად გავზრდით ჩვენს ბიზნესს და გავზრდით აქციონერთა გრძელვადიან ღირებულებას.“ Netflix-ის გასვლის შემდეგ, Paramount-ის უახლესი შეთავაზება თითქმის გარანტირებულია, რომ მიღებული იქნება WBD-ის მიერ. „კმაყოფილები ვართ, რომ WBD-ის საბჭომ ერთხმად დაადასტურა ჩვენი შეთავაზების უმაღლესი ღირებულება, რომელიც WBD-ის აქციონერებს სთავაზობს უპირატეს ღირებულებას, სანდოობასა და სწრაფ დასრულებას,“ - განაცხადა Paramount-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ელისონმა Netflix-ის გასვლამდე ცოტა ხნით ადრე. თუ გარიგება შედგა, Paramount-ს წვდომა ექნება შემდეგ აქტივებზე: აქტივები: • TNT • CBS • CNN • MTV • TCM • Showtime • Adult Swim • DC Studios • Nickelodeon • HBO/HBO Max • Comedy Central • Cartoon Network ფილმების უფლებები: • Star Trek • Gremlins • Beetlejuice • DC Comics • Tom & Jerry • Harry Potter • Citizen Kane • Transformers • A Quiet Place • Looney Tunes • The Conjuring • Mortal Kombat • Game of Thrones • Dora The Explorer • Mission Impossible • The Lord of the Rings • SpongeBob SquarePants • Avatar: The Last Airbender • Teenage Mutant Ninja Turtles