მომავალი Monopoly-ის Netflix სერიალის პირველი დეტალები გახდა ცნობილი, რაც გულშემატკივრებს აჩვენებს, რას უნდა ელოდონ საკულტო სამაგიგო თამაშზე დაფუძნებული შოუსგან. Deadline-ის ახალი ანგარიშის თანახმად, სტუდია ლამბერტმა (Studio Lambert) შეიძინა შოუს უფლებები. სტუდია, რომელიც ასევე დგას Peacock-ის ჰიტ თამაშის, „ტრეიტორსის“ (The Traitors), უკან, სერიალს Netflix-ისთვის აწარმოებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ Netflix-ი კმაყოფილი იყო Studio Lambert-ის ორიგინალურობით მის პრეზენტაციაში და ისინი სხვა სტუდიებს ამჯობინა. მიუხედავად იმისა, რომ მომავალი შოუს შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, Netflix-ის უსკრიპტო სერიალების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეფ გასპინმა (Jeff Gaspin) Deadline-ს განუცხადა, რომ Monopoly შოუს უფლებების მოპოვების ინსპირაცია 2023 წლის ჰიტ მობილური თამაშიდან, Monopoly Go!-დან მოვიდა. „Monopoly Go!-ში არის გეიმპლეი, რომელიც, ვფიქრობ, ნამდვილად რეზონანსული იქნება უსკრიპტო სერიალის გეიმპლეისთან“, - თქვა გასპინმა. თუმცა, გაურკვეველია, კონკრეტულად რა ტიპის გეიმპლეის შესთავაზებს შოუ, ამიტომ გულშემატკივრებს მეტი ინფორმაციის მოლოდინი მოუწევთ. Netflix-ის შოუსთან ერთად, Monopoly მალე კინოეკრანებზეც გამოჩნდება. 2024 წელს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ Lionsgate სამაგიდო თამაშზე დაფუძნებულ ფილმზე მუშაობას აგრძელებდა. მარკეტ რობი (Margot Robbie), ტომ აკერლისთან (Tom Ackerley) და ჯოსი მაკნამარასთან (Josie McNamara) ერთად, პროექტში პროდიუსერის როლშია ჩართული. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტუდიები ცდილობენ რაიმე გააკეთონ Monopoly-ის ბრენდთან დაკავშირებით. 2008 წელს, როდესაც თამაშის ფილმის უფლებები ჯერ კიდევ Universal Pictures-ს ეკუთვნოდა, კომპანია შეეცადა გადაეღო ფილმის ადაპტაცია რეჟისორ რიდლი სკოტის (Ridley Scott) მონაწილეობით. თუმცა, მოგვიანებით პროექტი შეწყდა მას შემდეგ, რაც უფლებები Hasbro-ს დაუბრუნდა. 2015 წელს Lionsgate-მა განაცხადა, რომ ისინი ავითარებდნენ სათავგადასავლო ფილმს აღნიშნულ თამაშზე დაფუძნებით, რომლის სცენარს თავდაპირველად ენდრიუ ნიკოლი (Andrew Niccol) უნდა დაეწერა. პროექტი საბოლოოდ მიტოვებული იქნა, რადგან მის შესახებ განახლებები არ გამოქვეყნებულა. 2019 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კევინ ჰარტმა (Kevin Hart) ხელი მოაწერა კონტრაქტს უსათაურო Monopoly ფილმის წამყვანი როლისა და პროდიუსერობისთვის. გაურკვეველია, კვლავ არის თუ არა ჰარტი ამ პროექტთან დაკავშირებული, თუ Lionsgate-ისა და Hasbro-ს მომავალი ადაპტაცია ახალი იტერაცია იქნება. (წყარო: Deadline)