"One Piece"-ის მეორე სეზონის ახალი თრეილერი გამოვიდა. "One Piece"-ის ლაივ-ექშენ ვერსიის პრემიერა Netflix-ის სტრიმინგ სერვისზე 2023 წელს შედგა. მეთ ოუენსისა და სტივენ მაედას მიერ შექმნილი სერიალი 1997 წლის პოპულარული მანგას ადაპტაციას წარმოადგენს და მასში მონკი დ. ლუფის როლს ინიაკი გოდოი ასრულებს. "One Piece"-ის მეორე სეზონის თრეილერს ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ. "One Piece"-ის ლაივ-ექშენ ვერსიის მეორე სეზონის ოფიციალური სიუჟეტი ასეთია: „ლუფი და „ჩალის ქუდები“ საოცარი გრანდ ლაინისკენ მიცურავენ — ზღვის ლეგენდარული მონაკვეთი, სადაც საფრთხე და საოცრებები ყოველ ნაბიჯზე ელოდებათ. როდესაც ისინი ამ არაპროგნოზირებად სამყაროში მსოფლიოს უდიდესი საგანძურის მოსაძებნად იმოგზაურებენ, ისინი უცნაურ კუნძულებსა და უამრავ ახალ, ძლიერ მტერს შეხვდებიან.“ გოდოის გარდა, "One Piece"-ის მთავარ როლებს ასრულებენ: ემილი რადი (ნამი), მაკენიუ (რორონოა ზორო), ჯეიკობ გიბსონი (უსოპი), ტაზ სკაილარი (სანჯი), ვინსენტ რიგანი (მონკი დ. გარპი), ჯეფ უორდი (ბაგი კლოუნი) და მორგან დევისი (კობი). მეორე სეზონის თავგადასავალში ახალი მსახიობებიც ერთვებიან: მიკაელა ჰუვერი (ტონი ტონი ჩოპერი), რიგო სანჩესი (დრაგონი), იონდა თომასი (იგარამი), ჯეიმს ჰიროიუკი ლიაო (იპონმაცუ), სოფია ენ კარუზო (მის გოლდენვიკი), მარკ პენვილი (ჭესი), ანტონ დევიდ ჯეფტა (კ.მ.), ჩარიტრა ჩანდრანი (მის უენსდეი), სენდილ რამამურტი (ნეფერტარი კობრა), ქეითი საგალი (დოქტორი კურეჰა), მარკ ჰარელიკი (დოქტორი ჰირილუკი), დენიელ ლასკერი (მისტერ 9), ქამრუს ჯონსონი (მისტერ 5), ჯაზარა ჯასლინი (მის ვალენტინი), დევიდ დასტმალჩიანი (მისტერ 3), ვერნერ კოეცერი (დერი), ბრენდან მიურეი (ბროგი), კლაივ რასელი (კროკუსი), ქალუმ კერი (სმოკერი), ჯულია რევალდი (ტაშიგი), რობ კოლეტი (ვაპოლი), ტაი კიოგი (დალტონი), ჯო მანგანიელო (მისტერ 0) და ლერა აბოვა (მის ოლ-სანდეი). "One Piece"-ის მეორე სეზონის პრემიერა Netflix-ზე 2026 წლის 10 მარტს შედგება.