ჟურნალ Deadline-ის ცნობით, მსახიობი ოსტინ ბატლერი მონაწილეობას მიიღებს ფილმში ლეგენდარული ველოსიპედისტის, ლენს არმსტრონგის, შესახებ. არმსტრონგმა, რომელმაც ერთ დროს შტორმივით დაიპყრო სპორტული სამყარო, მოგვიანებით დოპინგ სკანდალის გამო ყველა ტიტული დაკარგა. ფილმის რეჟისორი იქნება ედვარდ ბერგერი (Conclave), ხოლო სცენარზე ზაკ ბეილინი (King Richard) იმუშავებს. პროდიუსერები არიან სკოტ სტუბერი, ნიკ ნესბიტი და ბერგერი. სკოტ სტუბერი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა არმსტრონგის ცხოვრების უფლებების მოპოვებას, აცხადებდა, რომ სურდა „ყველაფერი ან არაფერი“. მრავალი ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, ველოსიპედისტმა საბოლოოდ თანხმობა განაცხადა. პროექტი აღწერილია, როგორც „F1“-ისა და „უოლ სტრიტის მგლის“ ნაზავი, რომელიც არმსტრონგის ცხოვრებისა და კარიერის აღმასვლასა და დაცემას მოიცავს. სასიკვდილო მეტასტაზური სათესლე ჯირკვლის კიბოს დამარცხების შემდეგ, არმსტრონგი წარმატებით დაბრუნდა პროფესიონალურ ველოსპორტში და შვიდჯერ ზედიზედ მოიგო ტურ დე ფრანსი. თუმცა, მას მრავალი წლის განმავლობაში ადანაშაულებდნენ დოპინგის გამოყენებაში, რასაც ის ყოველთვის უარყოფდა. აშშ-ის ანტიდოპინგური სააგენტოს (USADA) გამოძიების შემდეგ, რომელმაც დაადგინა, რომ არმსტრონგი მთელი კარიერის განმავლობაში იყენებდა სპორტულ მიღწევების გამაუმჯობესებელ პრეპარატებს, მან საბოლოოდ აღიარა დოპინგში მონაწილეობა, რამაც მისი კარიერა დაასრულა.