ავტორი: რიშაბ შანდილა სერიალმა „შვიდი სამეფოს რაინდი“ Game of Thrones-ის სატელევიზიო სამყაროს ახალი იმპულსი შესძინა და სადებიუტო სეზონში კრიტიკოსებისა და მაყურებლისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა. თუმცა, ქება-დიდების პარალელურად, მაყურებლები არაერთხელ დაინტერესებულან მისი საგრძნობლად მოკლე ეპიზოდებით. ახლა სერიალის შოურანერმა ირა პარკერმა განმარტა, თუ რატომ შეიქმნა სერიალი ასეთი მოკლე ქრონომეტრაჟით. ეს საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მე-4 ეპიზოდი „სუპერ ბოულის“ გამო ნაადრევად გამოვიდა. ამ თავში მოთხრობილი იყო იმ მოვლენების შედეგებზე, რაც დანქის მიერ აერიონ ტარგარიენის წინააღმდეგ წასვლას მოჰყვა და საბოლოოდ ფარდა ახადა ეგის ნამდვილ ვინაობას. ფანებსა და კრიტიკოსებს ის შეუყვარდათ, რამაც ეპიზოდს IMDb-ზე 10-დან 9.7 ქულა მოუტანა, რაც დღესდღეობით Game of Thrones-ის სატელევიზიო სამყაროს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ეპიზოდია. ამ ქებამ ვერ შეაჩერა ერთი გავრცელებული პრეტენზია – რომ ეპიზოდები ზედმეტად მოკლეა. პირველი სეზონი მხოლოდ ექვსი ეპიზოდისგან შედგება, თითოეული დაახლოებით 30-35 წუთი გრძელდება. GQ-სთან საუბარში პარკერმა განმარტა, რომ ეს არჩევანი განზრახული იყო და გუნდს სურდა, ერთგული დარჩენილიყო ჯორჯ რ.რ. მარტინის „დანქისა და ეგის“ ისტორიებისთვის. პირველი სეზონი თავის სიუჟეტს „ჰეჯ რაინდიდან“ (The Hedge Knight) იღებს, რომელიც საკმაოდ მოკლე ნოველაა. პარკერმა აღნიშნა, რომ წიგნის დიდი ნაწილი დანქის „შიდა მონოლოგზეა“ ორიენტირებული და ხუმრობით დასძინა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე „შფოთიანი“ პერსონაჟია მთელ ვესტეროსში. ასეთი „შიდა მონოლოგის“ ეკრანზე მორგება სამყაროს ფრთხილად აგებას მოითხოვდა. თავდაპირველად პარკერს ეჭვიც კი ეპარებოდა, საერთოდ თუ იქნებოდა ეს ამბავი სატელევიზიო შოუსთვის გამოსადეგი. მან მადლობა გადაუხადა HBO-ს შემოქმედებითი ჯგუფისთვის სივრცის მიცემისთვის. პარკერმა აღიარა, რომ თავიდან ის ელოდა ზეწოლას, რათა დაეცვათ ფრენჩაიზის ჩვეულებრივი ფორმულა, რომელიც გრძელ სეზონებსა და საათიანი ხანგრძლივობის ეპიზოდებს გულისხმობს. ამის ნაცვლად, მოკლე ქრონომეტრაჟმა ხელი შეუწყო სიუჟეტის კომპაქტურობასა და ფოკუსირებას. მისი თქმით, მიზანი იყო ისტორიის მოყოლა „ზედმეტი გაწელვის გარეშე“. თავიდანვე ჯორჯ რ.რ. მარტინს სურდა, ერთგული დარჩენილიყო ორიგინალური წყაროს. პარკერმა თქვა, რომ ადრეული მოლაპარაკებები იმაზე იყო ორიენტირებული, რომ ადაპტაცია პატივს სცემდა „ჰეჯ რაინდის“ (The Hedge Knight) არსს, ნაცვლად იმისა, რომ ტელევიზიისთვის ხელოვნურად გაეწელათ. იმის გათვალისწინებით, რომ ორიგინალური მოთხრობა დაახლოებით 84 გვერდისგან შედგება, გუნდმა იცოდა, რომ თავშეკავება უნდა გამოეჩინა.