რაიან კუგლერი „შავი პანტერა 3“-ის შემდეგ რომანტიკული კომედიის გადაღებას გეგმავს
კინო
📅 27.02.2026
👁 143 ნახვა
„შავი პანტერისა“ და „ცოდვილთა“ რეჟისორმა, რაიან კუგლერმა, „დედლაინთან“ ინტერვიუში ისაუბრა თავის სამომავლო გეგმებზე „შავი პანტერა 3“-ისა და „X-ფაილების“ გადატვირთვის შემდეგ. რეჟისორმა, რომლის ფილმმა „ცოდვილნი“ „ოსკარის“ 16 ნომინაცია დაიმსახურა, აღნიშნა, რომ დაინტერესებულია რომანტიკული კომედიის ჟანრით და რომ ძალიან მოსწონს ფილმი „როცა ჰარი შეხვდა სალის“.
„ცოდვილთა“ (Sinners) და „შავი პანტერის“ (Black Panther) რეჟისორმა რაიან კუგლერმა (Ryan Coogler) ცოტა ხნის წინ ისაუბრა თავის სამომავლო გეგმებზე, რომელიც მოიცავს „შავი პანტერა 3“-სა და „X-ფაილების“ გადატვირთვას. კუგლერი დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული კინორეჟისორია, რომლის ფილმმა „ცოდვილნი“ მომავალ 98-ე „ოსკარის“ დაჯილდოებაზე რეკორდული 16 ნომინაცია მოიპოვა.
კუგლერმა, „ცოდვილთა“ ვარსკვლავებთან, მაიკლ ბ. ჯორდანთან (Michael B. Jordan), ვუნმი მოსაკუსთან (Wunmi Mosaku) და დელროი ლინდოსთან (Delroy Lindo) ერთად, ცოტა ხნის წინ ვრცელი ინტერვიუ მისცა გამოცემა „დედლაინს“ (Deadline). ინტერვიუს დროს კუგლერმა გამოთქვა ინტერესი რომანტიკული კომედიის გადაღების მიმართ და აღფრთოვანება გამოხატა გარდაცვლილი რობ რაინერისა (Rob Reiner) და მისი ფილმის „როცა ჰარი შეხვდა სალის“ (When Harry Met Sally) მიმართ.
„ჟანრებიდან, რომლებიც არ გამიკეთებია, მაგრამ მინდა, რომ გავაკეთო, საუკეთესო პასუხი მგონი, ყველა მათგანია“, – დაიწყო კუგლერმა. „შვილები მყავს, ამიტომ იმედი მაქვს, დიდხანს ვიმყოფები აქ და შეძლებისდაგვარად ვიმუშავებ. არ არსებობს ფილმის ჟანრი, რომელიც არ მიყვარს.“
„Fruitvale Station“-ის რეჟისორმა განაგრძო: „ასე რომ, ვიმედოვნებ, რომ ყველაზე ვიმუშავებ. მინდა, რომ სრულფასოვანი ფილმი შევქმნა. მშვიდად განისვენოს რობ რაინერმა, გესმით რასაც ვგულისხმობ, მაგრამ „როცა ჰარი შეხვდა სალის“ არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფილმი, რომელზეც მასთან დაკავშირებით ვფიქრობ. ჩემთვის, ეს ისეთი მყარი რომანტიკული კომედიაა, რომელიც მთლიანობაში ზრდასრულად აღიქმება და მარადიული აქტუალობა აქვს, ხომ ასეა?“
კუგლერმა დასძინა, რომ „ერთ დღესაც მსგავსი რომანტიკული კომედიის გადაღება სიამოვნებით მოუნდებოდა“.
ცოტა ხნის წინ, კუგლერის „X-ფაილების“ გადატვირთვის სერიისთვის „ჰულუმ“ (Hulu) საპილოტო შეკვეთა გასცა. ის ასევე ხელმძღვანელობს „შავი პანტერის“ მესამე ფილმს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ვებგვერდი იუწყება, რომ რაიან კუგლერის რამდენიმე სხვა პროექტიც მზადების პროცესშია, მათ შესახებ ბოლო დროს ბევრი არაფერი თქმულა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია „შავი პანტერა 3“-ის შემდეგ რომანტიკული კომედია გადაიღოს.
#რაიან კუგლერი
#ჰოლივუდი
#რომანტიკული კომედია
#ოსკარი
#რეჟისორი
#მაიკლ ბ. ჯორდანი
#ცოდვილნი
#რობ რაინერი
#დელროი ლინდო
#ვუნმი მოსაკუ
#x-ფაილები
#როცა ჰარი შეხვდა სალის
#შავი პანტერა 3
წყარო: www.comingsoon.net
გაზიარება