„საზარელი 6: სისხლმდინარე სამყარო“ – „იქითა“ განზომილება რეალურ სამყაროში იჭრება
კინო
📅 08.02.2026
👁 168 ნახვა
„საზარელი“ ფრენჩაიზის მომავალი ფილმი „საზარელი 6: სისხლმდინარე სამყარო“ ახალი დეტალებითა და სიუჟეტური შემობრუნებით, სადაც ბოროტი განზომილება „იქითა“ რეალურ სამყაროში იჭრება, 2026 წლის 21 აგვისტოს გამოვა. მსახიობი ლინ შეი ჭორებს აკარქარებს, რომ ეს მისი ბოლო ფილმია სერიაში.
ნამდვილად შემზარავი ამბებია! და საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ „საზარელის“ მეექვსე ფილმი მოდის (თვლა უკვე გვეშლება). გამოვლინდა ახალი დეტალები ფილმ „საზარელი 6: სისხლმდინარე სამყარო“-ს შესახებ და, როგორც ჩანს, ჰიტ საშინელებათა ფრენჩაიზის უახლესი ნაწილი შესაძლოა სიუჟეტური შედეგების მხრივ ყველაზე საზარელი აღმოჩნდეს.
საშინელებათა ფილმების ვებგვერდ Bloody Disgusting-ის ცნობით, „საზარელი 6“-ში გვერდითი განზომილება „იქითა“ – ბნელი, პარაზიტული განზომილება, რომელიც ცოცხლების სამყაროს პარალელურად არსებობს და სადაც ბოროტი არსებები ბინადრობენ – პირველად დაიწყებს რეალურ სამყაროში შემოჟონვას.
ახალი ფილმის გავრცელებული ოფიციალური მოკლე აღწერა ასეთია: „სამი მდევარი მშვიდ გარეუბანში იჭრება და ახალ ოჯახს ასტრალურ სიბრტყეში აძალებს შესვლას, სადაც ისინი შემზარავ სიმართლეს აღმოაჩენენ: განზომილება „იქითა“ რეალურ სამყაროში სისხლდენას იწყებს.“ მოკლე აღწერის მიხედვით, ფილმი ახალ ოჯახს გაგვაცნობს და მათ უნიკალურ შეხვედრას ასახავს განზომილება „იქითა“-სთან, ვინაიდან ლამბერტების ოჯახის ისტორია 2023 წლის ფილმში „საზარელი: წითელი კარი“ დასრულდა. სერიის მეხუთე ფილმი 2013 წლის „საზარელი: თავი 2“-ის პირდაპირ გაგრძელებას წარმოადგენს.
ფილმის რეჟისორია ჯეიკობ ჩეიზი, რომელმაც 2020 წელს საშინელებათა ფილმი „წამოდი, ითამაშე“ გადაიღო. მომავალ „საზარელ“ ფილმში მთავარ როლებს შეასრულებენ: ამელია ივი, აილენდ ოსტინი, სემ სპრუელი, ბრენდონ პერეა, მეისი რიჩარდსონ-სელერსი და ლინ შეი.
2025 წლის ნოემბერში ლინ შეიმ, რომელიც 2011 წლის პირველი ფილმიდან მოყოლებული, ყველა „საზარელ“ ფილმში ფანების საყვარელი პარანორმალური გამომძიებლის, ელის რეინიერის როლს ასრულებს, გააქარწყლა ჭორები, თითქოს „საზარელი 6“ მისი ბოლო როლი იქნებოდა ფრენჩაიზში. მან ასევე მიანიშნა, რომ „საზარელის“ სამყაროდან კიდევ ბევრი რამ არის მოსალოდნელი. „ეს მცდარი ინფორმაციაა, რომ ეს „საზარელი“ არის „ჩემი ბოლო ფილმი“ და/ან „ფრენჩაიზის ბოლო ფილმი“. ჩვენ ახლა ვიწყებთ!“ – დაწერა მსახიობმა Facebook-ზე და ცალკე კომენტარში ხაზგასმით აღნიშნა: „არავითარი სიმართლე!“
„საზარელი 6: სისხლმდინარე სამყარო“ კინოთეატრებში 2026 წლის 21 აგვისტოს გამოვა.
#საშინელებათა ფილმი
#კინო
#ფრენჩაიზი
#insidious
#საზარელი
#the bleeding world
#ლინ შეი
#ჯეიკობ ჩეიზი
წყარო: screencrush.com
გაზიარება