საკულტო სლეშერ ფრენჩაიზის უახლესი ნაწილი, „კივილი VII“, მალე გამოვა ეკრანებზე. ფილმის გამოსვლამდე არსებული მღელვარე პერიოდის შემდეგ, ოფიციალურად დადასტურდა მისი ხანგრძლივობა და ასაკობრივი რეიტინგი. „კივილი VII“ 2023 წელს, მეექვსე ფილმის წარმატების შემდეგ დადასტურდა, თუმცა მისი გამოსვლა რამდენჯერმე გადაიდო მას შემდეგ, რაც პროექტი წამყვანმა ვარსკვლავებმა, მელისა ბარერამ და ჯენა ორტეგამ, ასევე რეჟისორმა კრისტოფერ ლენდონმა დატოვეს. 2024 წელს დადასტურდა, რომ ფრენჩაიზს ნევ კემპბელი დაუბრუნდებოდა მას შემდეგ, რაც „კივილი VI“-ში არ მონაწილეობდა ანაზღაურებასთან დაკავშირებული დავის გამო. ასევე ცნობილი გახდა, რომ ფილმს კევინ უილიამსონი გადაიღებს. ფილმის 27 თებერვლის გამოსვლამდე, ცნობილი გახდა, რომ „კივილი VII“-ის ხანგრძლივობა 113 წუთი იქნება. ის ოდნავ მოკლეა ვიდრე „კივილი VI“ (122 წუთი), თუმცა დაახლოებით იმავე ხანგრძლივობისაა, რაც „კივილი V“. ფილმს BBFC-ის მიერ მიენიჭა 18+ ასაკობრივი რეიტინგი „ძლიერი სისხლიანი ძალადობის“ გამო, რაც ნაკლებად მოულოდნელია ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სლეშერ ფრენჩაიზისთვის. „კივილი VII“-ის გარშემო ფანების მხრიდან ბოიკოტის მოწოდებები გაჩნდა მას შემდეგ, რაც მელისა ბარერა კომპანია Spyglass-მა გაათავისუფლა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით მის სოციალურ მედია გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტების გამო. მაშინ Spyglass-მა განცხადებაში აღნიშნა, რომ კომპანიას აქვს „ნულოვანი ტოლერანტობა ანტისემიტიზმის ან სიძულვილის ნებისმიერი ფორმით გაღვივების მიმართ, მათ შორის ცრუ მითითებები გენოციდზე, ეთნიკურ წმენდაზე, ჰოლოკოსტის დამახინჯებაზე ან ნებისმიერ რამეზე, რაც აშკარად სცილდება სიძულვილის ენის ზღვარს.“ მისი წასვლის შემდეგ, ბარერამ თავის ინსტაგრამის სთორებში დაწერა: „პირველ რიგში, ვგმობ ანტისემიტიზმს და ისლამოფობიას. ვგმობ სიძულვილს და ცრურწმენას ნებისმიერი სახის მიმართ ნებისმიერი ჯგუფის წინააღმდეგ. როგორც ლათინოამერიკელი, ამაყი მექსიკელი, ვგრძნობ პასუხისმგებლობას მქონდეს პლატფორმა, რომელიც მაძლევს მოსმენის პრივილეგიას და ამიტომ ვეცადე გამომეყენებინა ის, რათა გამეზარდა ცნობიერება ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და ხმა მიმეცა მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. „ამ დედამიწაზე ყველა ადამიანს… ეკუთვნის თანაბარი ადამიანის უფლებები, ღირსება და, რა თქმა უნდა, თავისუფლება. მჯერა, რომ ადამიანთა ჯგუფი არ არის მათი ხელმძღვანელობა და არცერთი მმართველი ორგანო არ უნდა იყოს კრიტიკის მიღმა. დღე და ღამე ვლოცულობ, რომ აღარ იყოს სიკვდილი, აღარ იყოს ძალადობა და მშვიდობიანი თანაარსებობა. გავაგრძელებ ლაპარაკს მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება და გავაგრძელებ მშვიდობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების მხარდაჭერას. სიჩუმე ჩემთვის ვარიანტი არ არის.“ ორტეგამ და ლენდონმა პროექტი მალევე დატოვეს, ხოლო გასული წლის ოქტომბერში „კივილი VII“-ის ტრეილერის გამოსვლამ ბოიკოტის მოწოდებები კვლავ გაააქტიურა. კემპბელი არ არის ერთადერთი ვარსკვლავი, რომელიც ფრენჩაიზს უბრუნდება. ის ეკრანზე კორტნი კოქსთან, დევიდ არკეტთან, სკოტ ფოლისთან, მეთიუ ლილარდთან, ჟასმინ სავოი ბრაუნთან და მეისონ გუდინგთან ერთად გამოჩნდება. მსახიობთა გუნდს შეურთდნენ: ჯოელ მაკჰეილი, იზაბელ მეი, სელესტ ო’კონორი, ასა გერმანი, მაკენა გრეისი, სემ რეჩნერი, მიშელ რენდოლფი, ჯიმი ტატრო, ანა კემპი, მარკ კონსუელოსი და ითან ემბრი. „კივილი VII“ კინოთეატრებში 27 თებერვალს გამოვა.