ელზა კესლასი, საერთაშორისო კორესპონდენტი დევიდ კაპლანი, ბრუკლინში მოღვაწე დამოუკიდებელი პროდიუსერი, რომლის უახლესმა ფილმმა „ჟოზეფინამ“ „სანდენსის“ კინოფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა და „ბერლინალეზე“ იასპარეზებს, თავის მომდევნო ამბიციურ პროექტს, „ნების ტრიუმფს“ ამზადებს. ფილმში მთავარ როლს შირა ჰაასი („უნორთოდოქსი“) შეასრულებს. ამჟამად პოსტ-პროდუქციის ეტაპზე მყოფი „ნების ტრიუმფი“ არის ფართომასშტაბიანი ისტორიული დრამა, რომლის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი ამერიკელი კინორეჟისორი გაბრიელ ნუსბაუმია. ჰაასი, რომელიც ყველაზე ცნობილია Netflix-ის ლიმიტირებულ სერიალებში „უნორთოდოქსი“ და „შტისელი“ შესრულებული როლებით, ფილმში ქალს განასახიერებს, რომელიც 1937 წელს ქმარს ამსტერდამში ტოვებს, რათა ბერლინში ქალიშვილთან ერთად ახალი ცხოვრება დაიწყოს. ის უკავშირდება ცეცხლოვან რაბინს, რომლის მისიაა ებრაელებს ქვეყნიდან გაქცევაში დაეხმაროს. მსახიობთა გუნდს ავსებენ სამუელ ლევინი, ტონის ნომინანტი ბეტსი აიდემი („ირიტორიონალური მამაკაცი“), საიმონ ჰელბერგი („დიდი აფეთქების თეორია“), ჯონ კეროლ ლინჩი („მოსიარულე მკვდრები“) და ფილიპ ეტინგერი („ჟოზეფინა“). „კაპლან მორისონი“, რომელიც კაპლანმა ენდრიუ მორისონთან ერთად სამი წლის წინ დააარსა, ფილმს ნუსბაუმთან და ელიზაბეტ ვუდთან ერთად „ბენკ სტრიტ ფილმსში“ აწარმოებს. „ეს კარგი კაცი ცდილობს ადამიანებს ბერლინიდან გაქცევაში დაეხმაროს, მაგრამ ის, ალბათ, უფრო მეტად არის ორიენტირებული კეთილი საქმის კეთებაზე, ვიდრე საკუთარი თავის ან თავისი ახალი ოჯახის გადარჩენაზე“, - ამბობს კაპლანი „ვერაიეთთან“ ინტერვიუში. „ეს იწყება როგორც რომანტიკული დრამა ადამიანზე, რომელიც ბედნიერებას ეძებს, სურს ისეთი ცხოვრება ჰქონდეს, როგორიც სურს, თუნდაც ეს ოდნავ ირაციონალური იყოს.“ „საბოლოოდ, ფილმი მხოლოდ გადარჩენაზე არ არის, ეს ასევე მორალური ამბავია“, - აღნიშნავს კაპლანი. „ჟოზეფინას“ მსგავსად, „ნების ტრიუმფის“ სიუჟეტის ცენტრშიც ბავშვია. ამ შემთხვევაში, ეს ოთხი წლის ბავშვია. როდესაც ახალი წყვილი ბერლინიდან გაქცევას აპირებს, ისინი შეუძლებელი არჩევანის წინაშე დგანან. „რადგან მათ არ აქვთ საბუთები ბავშვისთვის, რადგან ის მისი მამა არ არის, მათ უნდა გადაწყვიტონ, დატოვონ თუ არა ბერლინში და თავად გადარჩნენ, შემდეგ კი სცადონ მისი ამერიკაში გაგზავნა, თუ ყველა დარჩეს და დაიღუპოს“, - ამბობს კაპლანი. „ნების ტრიუმფი“ მთლიანად ნიუ-იორკში გადაიღეს, სადაც პროდიუსერებმა შეძლეს ამსტერდამის, ბერლინის, ლისაბონისა და ოკლაჰომას ხელახლა შექმნა. „ჩვენ ყველანი ნიუ-იორკელები ვართ და გვინდოდა იქ გადაღება კასტინგისა და გადამღები ჯგუფისთვისაც“, - თქვა მან. „თუ შეგიძლია ფილმის გადაღება იმ ადგილას, სადაც ცხოვრობ, ეს შესანიშნავია, რადგან მაშინ ფულს ხარჯავ მეგობრებზე, შენს საზოგადოებაზე, შენს საგადასახადო ბაზაზე. მესმის სხვაგან წასვლის ეკონომიკური არგუმენტი, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო ფულის დახარჯვა და ის პირდაპირ ჩვენს ქალაქში ბრუნდება“, - განაცხადა კაპლანმა. „ჟოზეფინას“ გარდა, „კაპლან მორისონმა“ აქამდე პროდიუსერობა გაუწია ბრეიდი კორბეტის „ბრუტალისტს“ და მონა ფასტვოლდის „ენ ლის აღთქმას“. კომპანია ამჟამად კორბეტისა და ფასტვოლდის მომდევნო ფილმებს, ასევე „ით ფოლოუზის“ გაგრძელებას „ნეონთან“ ერთად ავითარებს.