სუზან სარანდონი: „ჰოლივუდმა გამომაგდო ღაზას მხარდაჭერის გამო“ – მსახიობი კარიერას ევროპაში აგრძელებს
კულტურა
📅 01.03.2026
👁 150 ნახვა
ჰოლივუდის ვარსკვლავი სუზან სარანდონი, რომელიც 2023 წელს ღაზასა და პალესტინის მხარდაჭერის გამო „შავ სიაში“ აღმოჩნდა, კარიერას საზღვარგარეთ, ძირითადად, დამოუკიდებელ და მცირემასშტაბიან ევროპულ ფილმებში აგრძელებს. მსახიობმა გულახდილად ისაუბრა იმ ზეწოლაზე, რაც მას აშშ-ში შეექმნა, სააგენტოდან გათავისუფლებასა და ტელევიზიით გამოჩენის აკრძალვაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ევროპაში ახალი წარმომადგენლობა იპოვა და წარმატებით მუშაობს.
„მე სპეციალიზებული ვარ პატარა, დამოუკიდებელ ფილმებსა და ისეთ ფილმებზე, რომლებიც ევროპასა თუ იტალიაში იქმნება“, – აცხადებს მსახიობი სუზან სარანდონი, რომელიც 2023 წელს ჰოლივუდიდან ღაზასა და პალესტინის მხარდაჭერის გამო გააძევეს, რის შემდეგაც სამსახიობო კარიერას საზღვარგარეთ აგრძელებს.
ესპანეთში, „გოიას“ რიგით მე-40 დაჯილდოებაზე კარიერული მიღწევისთვის პრიზის მიღებისას, მსახიობმა გულახდილად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იმოქმედა პალესტინისადმი მხარდაჭერის საჯაროდ გამოხატვის მისმა გადაწყვეტილებამ მის კარიერაზე აშშ-ში. ამის მიუხედავად, ფილმის „თელმა და ლუიზა“ ვარსკვლავმა წარმატებას მიაღწია გაერთიანებულ სამეფოსა და იტალიაში შედარებით მცირემასშტაბიან ფილმებში მუშაობით.
„ჩემმა სააგენტომ გამათავისუფლა სამსახურიდან, კონკრეტულად ღაზას შესახებ საუბრისა და საპროტესტო მსვლელობებში მონაწილეობის, ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის გამო, რის შემდეგაც შეუძლებელი გახდა ჩემთვის ტელევიზიითაც კი გამოჩენა“, – გაიხსენა სარანდონმა. „არ ვიცი, ბოლო დროს რამე შეიცვალა თუ არა, მაგრამ ვერცერთ დიდ ფილმში, ჰოლივუდთან დაკავშირებულ ვერაფერში ვერ ვმონაწილეობდი“.
მან დაამატა: „ახლახან გადავიღე ფილმი იტალიაში და რამდენიმე თვის განმავლობაში ვთამაშობდი სპექტაკლში „ოლდ ვიკში“ [ლონდონში]. იტალიელმა რეჟისორმა დამიქირავა, მაგრამ უთხრეს, რომ არ დავექირავებინე. ასე რომ, ახლა მე სპეციალიზებული ვარ პატარა, დამოუკიდებელ ფილმებზე იმ რეჟისორებთან ერთად, ვისაც აქამდე არასოდეს გადაუღია ფილმი, და ისეთ ფილმებზე, რომლებიც ევროპაში ან იტალიაში იქმნება. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ასე ბევრს არ ვმუშაობდი“.
მსახიობმა ახალი წარმომადგენლობა გაერთიანებულ სამეფოში „იუნაიტედ ეიჯენთსის“ (United Agents) მეშვეობით, იტალიაში კი „დო მენეჯმენტის“ (Do MGMT) მეშვეობით იპოვა და, როგორც აღნიშნა, კარიერა საზღვარგარეთ ააწყო. ფილმის „ნონები“ ვარსკვლავი UTA-ს წარმომადგენლობიდან 2023 წელს გაუშვეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მან ღაზას მხარდამჭერ არაერთ აქციაზე ისაუბრა.
ოსკაროსანმა სუზან სარანდონმა განაცხადა: „ჩემმა სააგენტომ გამათავისუფლა საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობისა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდების გამო. შეუძლებელიც კი გახდა ჩემთვის ტელევიზორში გამოჩენა. ვერცერთ დიდ ფილმში ვერ ვმონაწილეობდი…“
„ამ დროს ბევრ ადამიანს ეშინია ებრაელი იყოს და გრძნობს, როგორია იყო მუსლიმი ამ ქვეყანაში“, – თქვა სარანდონმა იმ დროს. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა ამ კომენტარებისთვის.
ცერემონიის დროს სარანდონმა ბოლო რამდენიმე წელიწადზე საუბრისას ემოციები ვერ შეიკავა, როდესაც ესპანეთის მთავრობის „სიძლიერესა და მორალურ სიცხადეზე“ საუბრობდა პალესტინის მხარდაჭერის გამო. „როდესაც ერი წინ დგას, და ამაში ირლანდიასაც ვგულისხმობ“, – აღნიშნა სარანდონმა, „ვერ გეტყვით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის, ვინც ძალიან რთულ გარემოში ვცდილობთ ბრძოლას – როდესაც ვხედავთ ასეთ სიძლიერესა და მორალურ სიცხადეს, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის“.
მან დაასრულა: „პირადად მე მტკიცედ მჯერა, რომ პალესტინელი ხალხის განადგურება საშინელი დანაშაულია, და ძალიან მრცხვენია, რომ ამას ვაფინანსებ“.
წყარო: www.thewrap.com
გაზიარება