ვერნერ ჰერცოგის ახალი დოკუმენტური ფილმი „მოჩვენება სპილოები“: ოფიციალური ტრეილერი
კინო
📅 11.02.2026
👁 150 ნახვა
National Geographic-მა წარმოადგინა ვერნერ ჰერცოგის ახალი დოკუმენტური ფილმის „მოჩვენება სპილოები“ ოფიციალური ტრეილერი. ფილმი იკვლევს ანგოლას ტყეებში მცხოვრებ მოჩვენება სპილოების საიდუმლოს, რომლებსაც შესაძლოა პლანეტის უდიდესი ხმელეთის ძუძუმწოვრების შთამომავლები წარმოადგენდნენ. კონსერვაციის ბიოლოგი დოქტორი სტივ ბოიზი ცდილობს დაამტკიცოს მათი არსებობა.
„მსმენია, ხალხი ამბობს: სპილოების პოვნა საკუთარი თავის პოვნაა.“ National Geographic-მა წარმოადგინა ოფიციალური ტრეილერი დოკუმენტური ფილმისა „მოჩვენება სპილოები“, რომელიც ვერნერ ჰერცოგის უახლესი ნამუშევარია. ფილმის პრემიერა 2025 წელს ვენეციის კინოფესტივალზე შედგა და ის ასევე ნაჩვენები იყო Telluride-ზე, AFI Fest-ზე, სტოკჰოლმში და მრავალ სხვა ფესტივალზე.
ანგოლას (დასავლეთ აფრიკის ქვეყანა) ნისლიან მაღალმთიანეთში, მის ტყეებში, საიდუმლო იმალება: ლიზიმას მოუხელთებელი მოჩვენება სპილოები, რომლებიც შესაძლოა ყველაზე დიდი ხმელეთის ძუძუმწოვრის ერთადერთი ცოცხალი შთამომავლები იყვნენ. ფილმი გვაცნობს დოქტორ სტივ ბოიზს – კონსერვაციის ბიოლოგს და National Geographic-ის ოკავანგოს ველური ბუნების პროექტის ხელმძღვანელს, რომელიც მათი არსებობის დამტკიცებას ცდილობს.
მოუხელთებელი სპილოების საპოვნელად, ბოიზმა და NatGeo-ს მკვლევარმა კერლენ კოსტამ ძალები გააერთიანეს სამ KhoiSan-ის ოსტატ მონადირესთან — ქსუი, ქსუი დავიდ და კობუს — რათა მიაღწიონ წარმატებას იქ, სადაც მოწინავე ტექნოლოგიებმა ვერ შეძლეს. ამბობენ, რომ ეს ჰერცოგის მომხიბვლელი დოკუმენტური ფილმია, რომელიც ნაკლებად სპილოებზეა და მეტად ამ ადამიანების აკვიატებულ სწრაფვაზე, იპოვონ ეს სპილოები და იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს ჩვენი ადგილისთვის დედამიწაზე. რა თქმა უნდა, საყურებლად ღირს, ჰერცოგის ფილმები ყოველთვის ასეთია.
ათ წელზე მეტია, დოქტორი სტივ ბოიზი, კონსერვაციის ბიოლოგი და National Geographic-ის მკვლევარი, ანგოლას მაღალმთიანეთში, ტყეების სიღრმეში, მოჩვენება სპილოების იდუმალი, მოუხელთებელი ჯოგის ძიებაშია. ცნობილი რეჟისორის, ვერნერ ჰერცოგის ფილმი „მოჩვენება სპილოები“ ბოიზს ეპიკურ მოგზაურობაში მიჰყვება, როდესაც ის მსოფლიოში დარჩენილ საუკეთესო მონადირეებთან ერთად მიემგზავრება იდუმალი ცხოველის საძიებლად, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მითად ითვლებოდა.
ფილმის „მოჩვენება სპილოები“ რეჟისორია ნაყოფიერი გერმანელი კინორეჟისორი ვერნერ ჰერცოგი, მრავალი ცნობილი დოკუმენტური ფილმის ავტორი, მათ შორის „პატარა დიტერი უნდა გაფრინდეს“, „გრიზლი კაცი“, „შეხვედრები მსოფლიოს დასასრულზე“, „დავიწყებული სიზმრების გამოქვაბული“, „უფსკრულში“, „აჰა“, „ჯოჯოხეთში“, „გორბაჩოვთან შეხვედრა“, „მომთაბარე: ბრიუს ჩეტვინის კვალდაკვალ“, „ცეცხლოვანი ბურთი: სტუმრები ბნელი სამყაროებიდან“, „ცეცხლი შიგნით“, „აზრის თეატრი“ და მრავალი სხვა. პროდიუსერია არიელ ლეონ ისაკოვიჩი. ფილმის პრემიერა 2025 წელს ვენეციის კინოფესტივალზე შედგა. National Geographic ჰერცოგის ფილმს „მოჩვენება სპილოები“ აშშ-ის შერჩეულ კინოთეატრებში 2026 წლის 27 თებერვლიდან აჩვენებს. შემდეგ კი მარტიდან Disney+-ზე იქნება ხელმისაწვდომი.
#დოკუმენტური ფილმი
#disney+
#ვენეციის კინოფესტივალი
#ვერნერ ჰერცოგი
#მოჩვენება სპილოები
#national geographic
#კონსერვაცია
#ანგოლა
#სტივ ბოიზი
წყარო: www.firstshowing.net
გაზიარება