გართობა
13 Feb
ნიკოლას ქეიჯის „ადამიანი ობობა – ნუარი“ ორ ფორმატში გამოვა – შავ-თეთრსა და ფერადში
ამაზონ პრაიმ ვიდეოზე ნიკოლას ქეიჯის მონაწილეობით ახალი სერიალი „ადამიანი ობობა – ნუარი“ გამოვა, რომლის ყურება შავ-თეთრ და ფერად ვერსიებში იქნება შესაძლებელი. სერიალი, რომლის პრემიერა 25/27 მაისს შედგება, მოგვითხრობს ბენ რაილის (ნიკოლას ქეიჯი) ისტორიას, რომელიც 1930-იანი წლების ნიუ-იორკში დეტექტივია და ტრაგედიის შემდეგ ქალაქის სუპერგმირი ხდება. პერსონაჟი ცნობილია ფილმიდან „ადამიანი ობობა: განზომილებების სივრცეში“, სადაც მას ქეიჯმა გაახმოვანა.