კინო
27 Feb
ზებუნებრივი ქვიარ რომანტიკული თრილერის „გველის კანი“ ოფიციალური თრეილერი გამოვიდა
Yellow Veil Pictures-მა გამოაქვეყნა დამოუკიდებელი LGBTQ+ რომანტიკული თრილერის, „გველის კანი“ ოფიციალური თრეილერი, რომელიც კინოთეატრებში მარტიდან გამოვა. 21 წლის ავსტრალიელი რეჟისორის, ელის მაიო მაკკეის მეექვსე სრულმეტრაჟიანი ფილმი მოგვითხრობს ანაზე, რომელიც ტრანსფობიური მშობლიური ქალაქიდან გაქცევის შემდეგ ხვდება გოთურ ტატუს ხელოვანს, ჯენს. მათ აკავშირებთ საერთო ზებუნებრივი შესაძლებლობები და იწყება რომანი, მაგრამ ჯენის ტატუს ნამუშევარი შემთხვევით დემონს იძახებს, რაც საფრთხეს უქმნის მათ სიყვარულს.