"Predator: Badlands"-ის პოსტერი დიდ ბრიტანეთში აიკრძალა ბავშვებში "შიშის გამოწვევის" გამო
დიდი ბრიტანეთის სარეკლამო სტანდარტების ორგანომ (ASA) Disney-ს აუკრძალა ფილმ "Predator: Badlands"-ის ციფრული ვიდეო პოსტერის გამოყენება, რადგან ის, სავარაუდოდ, "შიშსა და დისტრესს" გამოიწვევს მცირეწლოვან ბავშვებში. პოსტერზე გამოსახულია დაზიანებული სინთეტიკური პერსონაჟის, თიას (ელ ფენინგი) მოწყვეტილი ტანი.