კინო
20 Feb
სტივენ სოდერბერგი ადამ დრაივერის გაუქმებულ „კაილო რენის“ ფილმზე: „ეს 2.5 წელი უფასო შრომა იყო“
რეჟისორმა სტივენ სოდერბერგმა ისაუბრა ადამ დრაივერის მონაწილეობით დაგეგმილ "კაილო რენის" ფილმზე, რომელიც Lucasfilm-მა და Disney-მ საბოლოოდ არ დაამტკიცეს. სოდერბერგის თქმით, მას და პროექტის სხვა ავტორებს 2.5 წელი უფასოდ მოუწიათ მუშაობა, სანამ Disney პროექტს "სიუჟეტური მიზეზების" მოტივით გააუქმებდა. სოდერბერგი აცხადებს, რომ მათ უთხრეს, თითქოს "ბენ სოლო ცოცხალი ვერ იქნებოდა", რამაც დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.