ანა ვინტურის წერილი ბლეიკ ლაივლის – მოდის დედოფალი „It Ends With Us“-ის სკანდალში
ფილმ „It Ends With Us“-ის გარშემო არსებული იურიდიული დრამა გრძელდება, რაც დიდწილად მთავარ მსახიობებს, ბლეიკ ლაივლისა და ჯასტინ ბალდონის შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. ამჯერად სკანდალს მოდის დედოფალი ანა ვინტურიც შეემატა – მედიაში ბლეიკ ლაივლისთვის გაგზავნილი მისი წერილი გავრცელდა, რომელშიც ვინტური ფილმს აქებს, თუმცა მსახიობის ჩაცმულობასაც არ ტოვებს უყურადღებოდ.