გართობა, ტელევიზია, ანიმაცია, სტრიმინგი, კინო სიახ
23 Feb
სტივენ სპილბერგის „პინკი და ტვინი“ სტრიმინგ სერვისს უბრუნდება
სტივენ სპილბერგის საკულტო ანიმაციური სერიალი „პინკი და ტვინი“, რომელიც 90-იანი წლების Cartoon Network-ის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, მარტში უფასო სტრიმინგ სერვის Tubi-ზე დაბრუნდება. შოუ, რომელშიც სპილბერგი აღმასრულებელი პროდიუსერის როლს ასრულებდა, ორ თაგვზე მოგვითხრობს, რომლებიც მსოფლიოს დაპყრობას ცდილობენ.