ვიდეოთამაშები
13 Feb
„Red Dead Redemption 2“ მასიური ფასდაკლებით: ყველა დროის კლასიკა 8 წლის შემდეგ
8 წლის შემდეგ, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკული ვიდეოთამაში, „Red Dead Redemption 2“, Epic Games Store-ზე რეკორდულ ფასად იყიდება. Ultimate გამოცემა ხელმისაწვდომია 19.99 აშშ დოლარად (ჩვეულებრივი 99.99 აშშ დოლარის ნაცვლად), ხოლო სტანდარტული გამოცემა 14.99 აშშ დოლარი ღირს. აქცია გრძელდება 23 თებერვლამდე, წყნარი ოკეანის დროით 8:00 საათამდე.