ჯულია ლუი-დრეიფუსი Apple TV-ის ახალ ლიმიტირებულ სერიალში ითამაშებს
მსახიობი და კომიკოსი ჯულია ლუი-დრეიფუსი Apple TV-ის ახალ სერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ნიუ იორკ ჟურნალის სტატიაზეა დაფუძნებული. ეს მისი პირველი მთავარი როლი იქნება „Veep“-ის შემდეგ. სერიალში მასთან ერთად სესილი სტრონგიც გამოჩნდება, ხოლო შოუ წყვილისა და მათი მომვლელის დაძაბულ ურთიერთობაზე იქნება ფოკუსირებული.