„ბეკი 3“-ის დეტალები ცნობილია: ნილ პატრიკ ჰარისი ნეო-ნაცისტ ბოროტმოქმედად გვევლინება
თანამედროვე საკულტო სამოქმედო თრილერების ფრენჩაიზი „ბეკი“ მესამე ფილმით ბრუნდება, სახელწოდებით „ბეკის უკანასკნელი ცდუნება“. ლულუ უილსონი კვლავ ნაცისტებზე ნადირობს, ამჯერად CIA-ს აგენტის რანგში. ნილ პატრიკ ჰარისი ნეო-ნაცისტ ბოროტმოქმედს განასახიერებს, რომელიც მეოთხე რაიხის დამყარებას ცდილობს. ფილმის პრემიერა 2026 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.