კულტურა
20 Feb
CPH:DOX 23-ე გამოშვების სრულ პროგრამას აცხადებს: 200 ფილმი, 86 მსოფლიო პრემიერა და ახალი თემატური აქცენტები
კოპენჰაგენის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალმა (CPH:DOX) 23-ე გამოშვების (11-22 მარტი) სრული პროგრამა წარადგინა, რომელიც მოიცავს 200 ახალ ფილმს, მათ შორის 86 მსოფლიო, 25 საერთაშორისო და 10 ევროპულ პრემიერას. ფესტივალი გლობალურ გამოწვევებს თემატური პროგრამებით – „აქ, ახლა“ (ადამიანის და სამოქალაქო უფლებები) და „ტვინის ტალღები“ (ტვინი, ცნობიერება და ტექნოლოგიების გავლენა) – ასევე სპეციალური სტუმრებით, მუსიკალური პროგრამებითა და გამოფენებით ეხმაურება.