კინო
10 Feb
ნიკ ჯონასი ახალ სამოქმედო თრილერში „ბოდიმენი“ ითამაშებს
უახლესი ალბომის გამოშვების შემდეგ, ნიკ ჯონასი კვლავ კამერის წინ ბრუნდება და ახალ სამოქმედო თრილერში „ბოდიმენი“ (Bodyman) მიიღებს მონაწილეობას. ფილმის რეჟისორი გარი ფლედერ იქნება, სცენარის ავტორი კი ბაირონ ბალასკო. გადაღებები 2026 წლის ივნისში დაიწყება. ფილმის სიუჟეტი ძალაუფლებისთვის ბრძოლას აღწერს, სადაც ექსცენტრიული მილიარდერი თავის მემკვიდრეობას დიდი ხნის მცველს გადაუფორმებს. პროექტის პროდიუსერები არიან სპენსერ ბერმანი და ნიკ ჯონასი.