სტივენ სოდერბერგი დისნეის მიერ ბენ სოლოს ფილმის გაუქმებას „სიგიჟეს“ უწოდებს
Star Wars-ის გაგრძელების ტრილოგიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟის, ბენ სოლოს (კაილო რენი) ფილმის შექმნის გეგმები, რომელიც რეჟისორ სტივენ სოდერბერგის, სცენარისტ რებეკა ბლანტისა და მსახიობ ადამ დრაივერის მიერ ორწელნახევრის განმავლობაში მუშავდებოდა, დისნეიმ გააუქმა. სოდერბერგი აცხადებს, რომ სტუდიის გადაწყვეტილება, რომელიც პერსონაჟის სიკვდილით ახსნეს, „სიგიჟეა“ და აღნიშნავს, რომ მას და მის გუნდს უფასოდ მოუხდათ მუშაობა, სანამ პროექტი განხორციელდებოდა.