კინო
12 Feb
Lionsgate-მა მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმის გადაღების კადრები გამოაქვეყნა
კინოკომპანია Lionsgate-მა მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმის, „მაიკლის“ გადაღებების ამსახველი ახალი ვიდეო გამოაქვეყნა. მასში წარმოდგენილია ინტერვიუები ვარსკვლავ ჯაფარ ჯექსონთან, რეჟისორ ანტუან ფუკუასთან და პროდიუსერ გრემ კინგთან, რომლებიც ფილმის შექმნის სირთულეებზე საუბრობენ. ვიდეო ასევე გვიჩვენებს, თუ როგორ იქმნება მაიკლ ჯექსონის საკულტო მომენტები.