ჰულუ „საიდუმლო მასალების“ რიმეიქს რაიან კუგლერთან ერთად ამზადებს; ცნობილია ახალი დეტალები
Hulu-მ ოფიციალურად დაადასტურა საკულტო სერიალ „საიდუმლო მასალების“ (The X-Files) გადატვირთვის პროექტი, რომლის პილოტის სცენარს რაიან კუგლერი დაწერს და თავადვე გადაიღებს. ცნობილია, რომ ერთ-ერთ მთავარ როლს დანიელ დედვაილერი შეასრულებს. სერიალის განახლებული ვერსია FBI-ის ორ გამოცდილ, მაგრამ განსხვავებულ აგენტზე მოგვითხრობს, რომლებიც აუხსნელი მოვლენების შემსწავლელ განყოფილებაში იმუშავებენ.