კინო
01 Mar
Sony Pictures Classics-მა სანდენსის ჰიტ-კომედია „გეილ დოთრი და სელებრითების სექს-პასი“ შეიძინა
კომპანია Sony Pictures Classics-მა დევიდ ვეინის ახალი კომედიის, „გეილ დოთრის და სელებრითების სექს-პასის“ მსოფლიო უფლებები შეიძინა. ფილმის მთავარ როლებს ზოი დოიჩი, ჯონ ჰემი, ჯონ სლეტერი და ბენ ვანგი ასრულებენ. სცენარი კენ მარინომ და ვეინმა დაწერეს. ფილმის პრემიერა სანდენსის 2026 წლის კინოფესტივალზე შედგა და აღფრთოვანებული შეფასებები დაიმსახურა. ეს გარიგება სტუდიისთვის წლევანდელი ფესტივალიდან მეოთხე შენაძენია.