სტივენ სოდერბერგი გაუქმებულ „ვარსკვლავური ომების“ ფილმზე: „ბენ სოლო ცოცხალი ვერ იქნებოდაო, გვითხრეს“
რეჟისორი სტივენ სოდერბერგი და მსახიობი ადამ დრაივერი დისნეის მიერ გაუქმებულ „ვარსკვლავური ომების“ ფილმზე, „ნადირობა ბენ სოლოზე“ ალაპარაკდნენ. სოდერბერგის თქმით, მათ ორნახევარი წელი უფასოდ იმუშავეს პროექტზე, რომელიც საბოლოოდ კომპანიამ იმ მოტივით გააუქმა, რომ „ბენ სოლო ცოცხალი ვერ იქნებოდა“. ადამ დრაივერი, რომელიც ფილმში კაილო რენის როლს უნდა შეესრულებინა, სცენარს „ვარსკვლავური ომების“ იდეალურ გაგრძელებად მიიჩნევდა. პროექტის გაუქმებამ ფანების პროტესტი გამოიწვია, რომელთაც მხარი დაუჭირა ფილმების სერ