გამოვიდა დოკუმენტური ფილმის „ხელოვნური ინტელექტის დოქტორი: ან როგორ გავხდი აპოკალოპტიმისტი“ პირველი ოფიციალური ტრეილერი
კომპანია Focus Features-მა წარმოადგინა დოკუმენტური ფილმის „ხელოვნური ინტელექტის დოქტორი: ან როგორ გავხდი აპოკალოპტიმისტი“ პირველი ოფიციალური ტრეილერი. რეჟისორ დენიელ როჰერის ნამუშევარი იკვლევს ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიის ეგზისტენციალურ საფრთხეებსა და განსაცვიფრებელ პერსპექტივებს, სვამს კითხვას, არის თუ არა ის რეალურად კარგი, თუ უბრალოდ საშიში კაცობრიობისთვის. ფილმის პრემიერა სანდენსის 2026 წლის კინოფესტივალზე შედგა და აშშ-ის შერჩეულ კინოთეატრებში 2027 წლის 27 მარტიდან გამოვა.