პიქსარის „ჰოპერსი“: ფილმი, რომელიც „ავატარსაც“ ჰგავს და „შეუსრულებელ მისიასაც“
პიქსარის მომავალი ანიმაციური ფილმი „ჰოპერსი“, რომელიც 2026 წელს გამოვა, მაყურებელს ცხოველების მოყვარული მეიბლის ისტორიას მოუყვება. გოგონა რობოტ ბივრის სხეულში „ხტება“ და ახალ სამყაროს აღმოაჩენს. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი ჯეიმს კამერონის „ავატარს“ მოგვაგონებს (რაც რეჟისორის მიერ მიზანმიმართულიც კია), ფილმზე ასევე დიდი გავლენა მოახდინა ტომ კრუზის „შეუსრულებელმა მისიამ“, რაც მას ჯაშუშური ფილმის ელემენტებს სძენს. „ჰოპერსის“ გახმოვანებაში მონაწილეობენ მერილ სტრიპი, ჯონ ჰემი და SNL-ის მრავალი ვარს