Netflix-მა ჯეინ ოსტინის „სიამაყე და ცრურწმენის“ ახალი ადაპტაციის თიზერი გამოაქვეყნა და ვარსკვლავური შემადგენლობა გაამჟღავნა
Netflix-მა ჯეინ ოსტინის საკულტო რომანის „სიამაყე და ცრურწმენის“ ახალი, ექვსნაწილიანი ლიმიტირებული სერიალის თიზერი გამოაქვეყნა. ადაპტაციის რეჟისორი ევროს ლინია, სცენარისტი კი დოლი ოლდერტონი. სერიალი, რომლის პრემიერაც 2026 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი, ვარსკვლავურ შემადგენლობას აერთიანებს, მათ შორის არიან ემა კორინი, ჯეკ ლოუდენი და ოლივია კოლმანი.