კინო
13 Feb
ინდური ბლოკბასტერის გაგრძელება: „დურანდარი: შურისძიების“ ტიზერი გამოვიდა
ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი ბლოკბასტერის, „დურანდარის“ გაგრძელების, „დურანდარი: შურისძიების“ ოფიციალური ტიზერი გამოვიდა. ფილმში ბრუნდებიან მთავარი როლის შემსრულებელი რანვირ სინგჰი და რეჟისორი ადიტია დჰარი. პირველმა ფილმმა 2025 წელს ინდოეთის ყველაზე შემოსავლიანი ფილმის ტიტული მოიპოვა 105.25 მილიონი დოლარით. სიქუელი კინოთეატრებში 19 მარტს გამოვა და რამდენიმე ენაზე იქნება ხელმისაწვდომი.