Apple Original Films ოსტინ ბატლერის მონაწილეობით ლენს არმსტრონგის ფილმს გადაიღებს
ოსტინ ბატლერის მონაწილეობით ლენს არმსტრონგის შესახებ ფილმს Apple Original Films გადაიღებს, რომელმაც მრავალი მსხვილი სტუდიის მონაწილეობით აუქციონი მოიგო. პროექტის რეჟისორი ედუარდ ბერგერი იქნება, პროდიუსერი სკოტ სტიუბერი, ხოლო სცენარისტი ზაკ ბეილინი. ფილმი არმსტრონგის საკამათო ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.