კინო
27 Feb
გამოვიდა სტივენ სოდერბერგის ახალი ფილმის, „კრისტოფერების“ პირველი ტრეილერი
გამოვიდა სტივენ სოდერბერგის ახალი ფილმის, „კრისტოფერების“ პირველი ტრეილერი. NEON-ის მიერ ამ გაზაფხულზე გამოსასვლელ ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მიკაელა კოელი, იან მაკკელენი, ჯესიკა განინგი და ჯეიმს კორდენი. სიუჟეტი მოგვითხრობს გაკოტრებულ, ყოფილ პოპ-არტ ვარსკვლავ ჯულიან სკლარზე, რომლის შვილებიც მემკვიდრეობის მისაღებად მოტყუების გეგმას აწყობენ. ფილმის პრემიერა 2026 წლის 10 აპრილს არის დაგეგმილი.