კინო
14 Feb
გაიცანით „ევროპის ამომავალი ვარსკვლავები“: 10 პერსპექტიული მსახიობი ბერლინის კინოფესტივალზე
„ევროპის ამომავალი ვარსკვლავების“ პლატფორმა, რომელიც 29-ედ იმართება 13-16 თებერვალს ბერლინის კინოფესტივალზე, 10 პერსპექტიულ ევროპელ მსახიობს წარადგენს საერთაშორისო კარიერის გასავითარებლად. შერჩეული ტალანტები მიიღებენ მონაწილეობას ვორქშოფებსა და შეხვედრებში საერთაშორისო ჟურნალისტებთან, პროდიუსერებთან და ქასთინგის დირექტორებთან. მათ საზოგადოებას 16 თებერვალს ღია ღონისძიებაზე გააცნობენ. მსახიობები სპეციალურმა ჟიურიმ ეროვნული კინოინსტიტუტების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან შეარჩია.