კინო / კულტურა / გასართობი
15 Feb
ორგზის „ვერცხლის დათვის“ ლაურეატის მალგორზატა შუმოვსკას ფილმის „იდიოტი(ებ)ი“ პირველი კადრი გამოქვეყნდა
რეჟისორების, მალგორზატა შუმოვსკას (ბერლინალეს ორგზის „ვერცხლის დათვი“) და მიხალ ენგლერტის ფილმის „იდიოტი(ებ)ი“ პირველი ოფიციალური კადრი გავრცელდა. ფილმში მთავარ როლებს ეიმი ლუ ვუდი, ჯონი ფლინი, ვიკი კრიპსი და კრისტიან ფრიდელი ასრულებენ. სიუჟეტი ფიოდორ დოსტოევსკისა და მისი მეუღლის, ანას, ცხოვრებაზეა დაფუძნებული. ფილმის საერთაშორისო გაყიდვებს Match Factory ახორციელებს, ჩრდილოეთ ამერიკის უფლებებს კი CAA Media Finance წარმოადგენს.