კინო
23 Feb
BAFTA-ს დაჯილდოება: „ერთი ბრძოლა მეორეს მიყოლებით“ ტრიუმფატორი გახდა, რობერტ არამაიომ კი მოულოდნელი გამარჯვებები მოიპოვა
ლონდონში გამართულ BAFTA-ს კინოდაჯილდოებაზე, რომელსაც ალან კამინგი უძღვებოდა, პოლ ტომას ანდერსონის ფილმმა „ერთი ბრძოლა მეორეს მიყოლებით“ 6 ჯილდო მოიპოვა, ხოლო რაიან კუგლერის „ცოდვილებმა“ სამი ჯილდო აიღო, რაც შავკანიანი რეჟისორის ფილმისთვის რეკორდული მაჩვენებელია. მსახიობმა რობერტ არამაიომ კი მოულოდნელად ორი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო.