კინო და ტელევიზია
09 Feb
Netflix-მა ბრედ პიტის მონაწილეობით ფილმის „კლიფ ბუთის თავგადასავლები“ პირველი ტიზერი გამოაქვეყნა
Netflix-მა სუპერ ბოულის მსვლელობისას გაავრცელა ფილმის „კლიფ ბუთის თავგადასავლები“ (The Adventures of Cliff Booth) პირველი ტიზერი, რომელიც კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში...“-ის (Once Upon a Time in Hollywood) გაგრძელებაა. ბრედ პიტი კვლავ ასრულებს კასკადიორ კლიფ ბუთის როლს, ამჯერად დევიდ ფინჩერის რეჟისორობით, ხოლო სცენარის ავტორი ტარანტინოა. ტიზერი 1970-იან წლებში ვითარდება და კლიფის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს აჩვენებს.