ესტე ჰაიმი: „თუ ჯონი გრინვუდი პენსიაზე გავა, პოლ ტომას ანდერსონის გვერდით ვიქნები“
მუსიკოსი ესტე ჰაიმი ბერლინალეზე თავისი ახალი ფილმით „მზიანი მოცეკვავე“ (Sunny Dancer) იმყოფება, რომლის მუსიკაც თავად დაწერა. თუმცა, მისი მთავარი ამბიციაა, ერთ დღესაც პოლ ტომას ანდერსონის ფილმის კომპოზიტორი გახდეს – რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ამჟამინდელი „ფავორიტი“ ჯონი გრინვუდი პენსიაზე გავა. ჰაიმი ანდერსონს უფროს ძმად მიიჩნევს და მასთან მრავალ პროექტზე აქვს ნამუშევარი.